მამუკა მდინარაძე: შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას პუნქტობრივად ასრულებდა

Read Time:40 Second

თავიდან რამ გამოიწვია მათი ხელოვნური აჟიოტაჟი, რაც იყო მათი 6-თვიანი ცრუ კამპანიის საფუძველი – ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რაც აღმოჩნდა ტყუილი, გუშინ ამას საბოლოოდ დაესვა წერტილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივამა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას პუნქტობრივად ასრულებდა.

„მაგალითად, 2 კრიმინალი გამოვუშვით ამ შეთანხმების თანახმად. თქვეს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან და „ქართულ ოცნებას“ მოუწია მათი გამოშვება. უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა განვახორციელეთ. შემდეგ სასამართლოში განვითარებული მოვლენები – პუნქტობრივად, დეტალურად მივყევით, თუმცა თქვეს, რომ ეს არის შესრულებულიო. წინასწარ რომ რაღაც გავაკეთეთ, ეს გამოიყენეს სპეკულაციის საბაბად. ანუ, რასაც ცასრუკებდით, იმაზეც კი საზოგადოებას ატყუებდა ბევრი ჩვენი ოპონენტი, რომ თითქოს არ სრულდებოდა. გარდა ამისა, ყველაზე მტავარი რაც არის, ერთი საერთო, ეროვნული მიზანი ჰქონდა ამ დოკუმენტის პუნქტების შესრულებას – ის, რომ შემცირებულიყო პოლარიზაციის ხარისხი. პოლარიზაციის ხარისხი შემცირდა?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ამ წუთამდე ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით და შესაბამისად, ბუნებრივია ამ დოკუმენტმა აზრი დაკარგა
Next post კახა კალაძე: ჩემთვის ყველზე დიდი სიმდიდრე, საბრძოლო იარაღი ამ არჩევნებში არის თბილისელების მხარდაჭერა და თანადგომა, ამ ურთიერთობას, ამ სიყვარულს ძალიან ვუფრთხილდები