სი ძინპინი – ჩინეთი ისტორიის სწორ მხარეს დგას და მშვიდობა სურს

Read Time:32 Second

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი ისტორიის სწორ მხარეს დგას და მშვიდობა სურს. ეს განცხადება ჩინეთის ლიდერმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მედიის ცნობით, სი ძინპინმა ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა.

„ჩინეთი მუდმივად ხელმძღვანელობს გაერო-ს ქარტიით და ვიკავებთ მიუკერძოებელ პოზიციას“, – განაცხადა სი ძინპინმა.

მისივე თქმით, ჩინეთის მთავრობა ყოველთვის არის მშვიდობისა და დიალოგის მომხრე.

ჩინეთის ლიდერის შეფასებით, პუტინთან მოლაპარაკებები „ღია და მეგობრული“ იყო. მისივე განცხადებით, პუტინი მას „ტრადიციულად თბილად დახვდა“.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ის და პუტინი ათი წელია, უჭერენ მხარს ერთმანეთს და ეს გაგრძელდება. ჩინეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა მოსკოვისა და პეკინის სავაჭრო ურთიერთობებზე. მისივე თქმით, მომდევნო წლებში ორი ქვეყანა გეგმავს, გააფართოოს ენერგიით, ნედლეულითა და ელექტრონიკით ვაჭრობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: “ხალხის ძალის” კანონპროექტმა თავისი საქმე მართლაც გააკეთა – პირდაპირ გამოაშკარავდა მათი ზრახვები, ვინც ამ კანონპროექტის წარდგენის გამო წუხდნენ
Next post ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა