სერბეთში ხედ გადაცმული კაცი დააკავეს, რომელიც კარანტინის რეჟიმს არღვევდა

Read Time:35 Second

 

სერბეთში დააკავეს კაცი, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს ხედ გადაცმული არღვევდა. ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.
 
ადგილობრივი ბლოგერების ცნობით, ასეთი კამუფლაჟის დახმარებით კაცი კომენდანტის საათის დროს ქუჩაში 3 დღე გადაადგილდებოდა, თუმცა მოსიარულე ხემ სამართალდამცველების ყურადღება მაინც მიიპყრო.
 
ანალოგიური შემთხვევა ინგლისის ერთ-ერთ სოფელში დაფიქსირდა. ადგილობრივებმა სოციალურ ქსელ Tik Tok-ში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც მათი თქმით, ხედ გადაცმული მათ მეზობელია დაფიქსირებული.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს
Next post ”კარანტინის ზონაში, ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ დადის და ხალხს ეხმარება” – ეს ის სოფლის ექიმია, რომელსაც პაატა იმნაძემ საჯარო მადლობა გადაუხადა…