კორონავირუსის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს

Read Time:26 Second
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ნიუ-იორკში 900 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახენ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.
 
„30 მარტის მდგომარეობით ციხეებიდან 900 პატიმარი გავათავისუფლეთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.
 
აქამდე ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებული ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები ციხეებში არ უნდა იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის იმ პატიმრებზე, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინა.
 
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა.
 
ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი და ჩინეთი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კითხვები და პასუხები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით
Next post სერბეთში ხედ გადაცმული კაცი დააკავეს, რომელიც კარანტინის რეჟიმს არღვევდა