“სახეში გამარტყა, მცემა და მითხრა, თუ იტირებ, აქ დაგტოვებო” – 4 წლის ბავშვის დედა ბაღის აღმზრდელს ძალადობაში ადანაშაულებს

Read Time:1 Minute, 42 Second

ოთხი წლის ბავშვის დედა, მარიკა ვაშაყმაძე ბათუმში არასებული კერძო საბავშვო ბაღის “მადაგასკარის” პედაგოგს, მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ბავშვი დედა აცხადებს, პატარას ბაღის მასწავლებელი ფიზკურად საპირფარეშოში გაუსწორდა. ბავშვს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მას შესაბამისი ეპერტიზა ჩაუტარდა. მიმდინარეობს გამოძიება.
– საღამოს შევნიშნე მის სხეულზე დაზიანებები. ვკითხე, რა მოხდა-თქო. მასწავლებელმა მკლავებში ხელი ჩამავლო, საპირფარეშოში შემიყვანა, სახეში გამარტყა, მცემა და მითხრა თუ იტირებ, აქ დაგტოვებო. ბევრი ვიტირე, ძალიან მეტკინაო. საპირფარეშოში არაა კამერები და ვფიქრობ, იქ სწორედ ამიტომ შეიყვანა. მაშინვე

დავურეკე დირექტორს. იმის მაგივრად, ყველაფერი გაერკვია, მასე არ იქნებოდაო, განმიცხადა და მე დამდო ბრალი, რომ ბავშვი ოჯახში გახდა ძალადობის მსხვერპლი. ამის მერე დავრეკე 112-ში და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.
– მასწავლებელი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით?
– არც უარყოფს და არც აღიარებს. თოჯინების თეატრი დავდგით და ბოლოს ბავშვებმა იჩხუბესო. დაზიანებები ალბათ მაშინ მიიღოო. ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ორ კვირაში იქნება დასკვნა.
– ახლა როგორია ბავშვის მდგომარეობა? ფსიქოლოგი თუ მუშაობს მასთან?
– პედაგოგის რჩევით, ფსიქოლოგთან უკვე 6 თვეა ქცევით თერაპიაზე დავდივართ. თუმცა, როგორც ჩანს, პედაგოგს თავად სჭირდებოდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც. ბოლო ერთი თვე ბავშვს ბაღში წასვლის

წინ ისტერიკა ჰქონდა. ძალით დაგვყავდა, მამამისს ეხვეწებოდა ბაღში არ მინდა, შენს სამსახურში წამიყვანეო. ვინ იცის, იქამდე რა ხდებოდა.
– მანამდე თუ შეგინიშნავთ დაზიანებები?
– წერტილოვანი სილურჯეები ქონდა ხოლმე, ბავშვების ჩხუბს, სათამაშოების მოხვედრას და წაქცვის შედეგს ვაბრალებდი. ძალადობის შესახებ ბავშვს მანამდე არაფერი არ უთქვამს. მეოთხე წელია მანდ დაგვყავს და მსგავსი რამ რომ შემემჩნია, აქამდე მივიღებდი ზომებს. ეს პედაგოგი წელიწად ნახევარია რაც მათ ჯგუფში შევიდა. არც მასთან მქონია რაიმე სახის უთანხმოება.
მეგონა, დირექტორი სიტუაციას გაარკვევდა. ამის მაგივრად ჩემს დადანაშაულებაზე გადავიდა. თავდაცვითი პოზიცია მოსალოდნელი იყო, მაგრამ მე თუ დამდებდნენ ბრალს ჩემი შვილის მიმართ ძალადობაში, ვერც წარმოვიდგენდი. აქამდე მხოლოდ ბავშვის სიმართლის დადგენა მინდოდა, ახლა მოვითხოვ დამნაშავის დასჯას და მივდივარ დირექციის წინააღმდეგ. ეს საქმე უბრალოდ არ დასრულდება. არც თანამშრომლობა მოინდომეს და არც ბოდიში მოიხადეს, ამიტომ აგონ პასუხი იმაზე, რაც დააშავეს.

როგორც ბაღის დირექტორი მარინე თურმანიძემ აცხადებს, მშობელი იტყუება.
“არ სცხვენია ამ გოგოს, ისე იტყუება. ყველა მშობელი ნორმლურია? არ გამოვრიცხავ, რომ მშობლებს როცა მიყავთ ბავშვები სახლში… ამ დროს მშობელიც უნდა შემოწმდეს და მასწავლებელიც. მშობელი არ ცემს ბავშვს სახლში?”, –  განაცხადა რუსთავი ორისჟურნალისტთან საუბრისას ბაღის დირექტორმა .

მერი ბლიაძე

წყარო:www.mshoblebi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვლევა: კეთილ ადამიანებს მეტი ვალი აქვთ
Next post დიმიტრი ცქიტიშვილი- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორი გზა თუ როგორ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციის გავრცელებას