სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა

Read Time:39 Second

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა.

სუს-ის ინფორმაციით, საიუბილეო თარიღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან და დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან ერთად მიულოცეს და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრნენ.

„ყველა თანამშრომელს ვულოცავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს. დღეს სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე სტუმრიანობა გვქონდა, სადაც საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრის ხელმძვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარეს ვაჩვენეთ დემონსტრაციული წვრთნები, რითაც ძალან კმაყოფილები დარჩნენ, კმაყოფილები ვართ ჩვენც რაზმის მომზადების დონით და ვაგრძელებთ სამშობლოს სამსახურში ყოფნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა თანამშრომელს და ვუსურვებ წარმატებას“,- აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს დაარსდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: Agile Spirit-ის მსგავსი ​რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას, არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა