კელი დეგნანი: Agile Spirit-ის მსგავსი ​რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას, არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება

Read Time:51 Second

ამგვარი რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას და არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ ჩვენ ვართ მზად, ვიმუშაოთ ერთად, რომ გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Agile Spirit 2021-ის ფარგლებში გამართულ წვრთნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი წვრთნები რეგულარულად ჩატარდეს.

„ძალიან ამაღელვებელი იყო იმის ხილვა, თუ როგორ გადმოხტნენ პარაშუტით ამ ბრწყინვალე დღეს მედესანტეები საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ნატო-ს მრავალი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან. ეს ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან ის აჩვენებს, რომ ძალები მზადყოფნაშია, ურთიერთავსებადია და მობილურები არიან, რათა რეაგირება მოახდინონ იქ, სადაც ეს საჭიროა. დღევანდელი ღონისძიება, არის უფრო ღონისძიების-სამხედრო სწავლების Agile Spirit-ის ნაწილი, რომელიც უკვე დაახლოებით ერთი კვირაა მიმდინარეობს. ეს სწავლება შესაძლებლობას აძლევს 15 მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას იმუშაონ ერთად, დახვეწონ უნარები და უზრუნველყონ ურთიერთავსებადობა. ამგვარი რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას და არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ ჩვენ ვართ მზად, ვიმუშაოთ ერთად, რომ გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება. ასე რომ ეს არის დიდი და ძალიან ამაღელვებელი დღე, მე ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით“ – კელი დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ღია, დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში
Next post სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა