საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება
საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს საუდის არაბეთის საელჩო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა.
უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო.
“საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს ხელი შეუწყონ არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში 2014 წელს გაიხსნა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად დავით ფაჩულია დაინიშნა
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დავით...
გერმანიაში დაბმული ჯარისკაცების მწამებელი, სააკაშვილის მორიგი ჯალათი გიგი კალანდაძე დააკავეს
გერმანიაში გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე დააკავეს. ბერლინში ის საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს. მას საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015...
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს...
რა პროექტები განხორციელდა თბილისში სპორტისა და კულტურის მიმართულებით
„იმედის კვირა“ თბილისის მერიის მიერ სპორტისა და კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა. გადამღები ჯგუფი მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიასა და კულტურის...
Le Figaro: თბილისი – აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება
საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა Le Figaro-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა...
ხვალიდან ავტობუსების ნაწილი 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება
ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ...