საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 334 პაციენტი

Read Time:39 Second

საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 623 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 925, „პისიარ“ ტესტით – 20 698.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,82%, ბოლო 14 დღის – 8,06%, ბოლო შვიდი დღის – 7,74%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 882 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 825 442 გამოჯანმრთელდა, 12 631 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 287 645 აცრა, დღიურად აცრილია 9 813.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 266 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 172 პირი.

ამასთან, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 145 პაციენტი, გარდაიცვალა 63.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 7 შვილის მამა, ჩოხატაურელი ნოე სიხარულიძე, კოვიდით გარდაიცვალა
Next post კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი დღე ეფუძნება და დგას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე