საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ბუნებრივი აირის კი შემცირდა

Read Time:1 Minute, 2 Second

საქსტატის სტატისტიკით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,4 პროცენტით გაიზარდა და 12 148,6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც მეტი წყალმოდინებით, ასევე 2 სეზონური და 7 მცირე ელექტროსადგურის სისტემაში ჩართვით. 2018 წლის განმავლობაში მოპოვებულია 30,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2017 წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები), 137,9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48,6 პროცენტით ნაკლები) და 10,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 20,0 პროცენტით მეტი).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში წარმოებულია 1 440,1 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 25,7 პროცენტით ნაკლები). 2018 წელს მოხმარებულია 11 937,3 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია (რაც 6,5 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს). ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც წარმოების მოცულობისა და მომსახურების დარგების გაფართოებით, ასევე შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით.
2018 წლის მონაცემებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 408,3 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 1,3 პროცენტით ნაკლები), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1 809,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, (წინა წელთან შედარებით 0,8 პროცენტით ნაკლები). 2017 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა შინამეურნეობების სექტორში (3,7 პროცენტით ნაკლები). შემცირების მიზეზი უმთავრესად თბილი ზამთარი იყო. მოთხოვნის შესაბამისად, დამამუშავებელი მრეწველობის ცალკეულ დარგში და საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონკრეტულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს
Next post თბილისში 31 მაისს ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება