არჩილ თალაკვაძე – საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონკრეტულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს

Read Time:37 Second

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და უზრუნველყოფს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის აშშ-ს მთავრობისა და სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე კონგრესის ოფიციალურ პოზიციები სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

„ჩვენთვის სახელმძღვანელო არის აშშ-ს მთავრობისა და სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის ოფიციალურ პოზიციები. ასევე საინტერესოა, როგორც ჩვენი მეგობრების, კონგრესმენების ცალკეული შეფასებებიც. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მეგობრების მოსაზრებას. ახლა საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და ჩვენი დელეგაცია უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან საქართველოს აქვს მიღწეული ხელშესახები პროგრესი და მხოლოდ იმ ორი საკითხის გამო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა დაამტკიცა იმაზე ორით მეტი მოსამართლე, რა რჩევაც მისცა ვენეციის კომისიამ, არ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის გადაფარვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს
Next post საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ბუნებრივი აირის კი შემცირდა