საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს, რომ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და კონსტიტუციური წესწყობილება იყოს შეუვალი”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი ნებისმიერ დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას ითვალისწინებს.
“საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს, რომ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და კონსტიტუციური წესწყობილება იყოს შეუვალი. არა მარტო ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლები იყვნენ დამნაშავე – დემონსტრანტი იქნება ეს თუ სხვა პირი, არამედ, რა თქმა უნდა, სამართალდამცავიც და ამ გზით მიდის სახელმწიფო. ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნებაც და ამას სჭირდება კონკრეტული ქმედებებიც. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბატონი მამუკა მდინარაძის როლი არის გამოკვეთილი, რაც მან ამ პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, ეს სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახური იყო თუ კოორდინაცია მთავრობაში სამართალდამცავი და საგამოძიებო საქმიანობის, განსაკუთრებით რომელსაც ასეთი რეზონანსული სახე აქვს, ამან რომ თავის შედეგი მოიტანა,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

