საკუთარივე ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე იმ პოზიციაზე არიან, რომ მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ესტონეთის პარლამენტის მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებულ გამჭვირვალობის კანონს ეხმაურება.
„ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის საკმაოდ უტიფარი, მზაკვრული პოზიცია, რომელიც საქართველოში სისხლის ღვრისა და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებას ემსახურება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ესტონეთი პოლიტიკაში გარე დაფინანსებას კრძალავს.

