ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM პროექტების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და „STEM ინოვატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით STEM პროექტების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსმა, როგორც წინა წლებში, წელსაც დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 54 საჯარო სკოლა ჩაერთო. მონაწილე გუნდებმა გამოფინეს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაფუძნებული პროექტები, რომელთა შორის საუკეთესო 16 გუნდი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ნამუშევრები წარადგინეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, პროექტები მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა რობოტოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებზე დაფუძნებული სისტემები, ჭკვიანი ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია, გარემოს დაცვის ინოვაციური მიდგომები და უსაფრთხოების თანამედროვე გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვრისპირა სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი პრობლემების ტექნოლოგიური გზებით გადაჭრას ისახავს მიზნად.

„წარმოდგენილმა პროექტებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნება, ტექნიკური უნარები და ინოვაციური ხედვა. მონაწილე მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული მიდგომები და რეალური გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობებიც წარმოადგინეს. STEM პროექტების კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებების პოპულარიზაციას, მოსწავლეებში კვლევითი და საინჟინრო უნარების განვითარებას, ასევე ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მომავალი მეცნიერების, ინჟინრებისა და ინოვატორების გამოვლენასა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. წარმოდგენილი პროექტების მრავალფეროვნება და ხარისხი ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოში იზრდება ახალი თაობა, რომელსაც აქვს ცოდნა, მოტივაცია და პოტენციალი, შექმნას ინოვაციური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური გამოწვევებისთვის“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.

STEM პროექტების კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასულ 16 გუნდს შორის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსის მაღალი დონისა და წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხის გათვალისწინებით, პირველი ადგილი ორ გუნდს შორის განაწილდა. პირველი ადგილი დაიკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის და სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის გუნდების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა – „წყალმომარაგების სისტემის ავტომატიზაცია და კულტურული მემკვიდრეობის არქივი“ და „საზღვრისპირა სოფელში უსაფრთხოების მონიტორინგი“. გუნდებს წარმოადგენდნენ მოსწავლეები: ანა ბერიანიძე; მარიამ ბერიანიძე; გიორგი ზაუტაშვილი; ელენე გლურჯიძე; გიორგი ელიზაბარაშვილი; რუსუდან ტატულაშვილი; ბარბარე ნიკოლაშვილი და თამუნა არჩუაძე. მენტორი თეა ხუროშვილი. მეორე ადგილზე გავიდა თელავის N7 საჯარო სკოლის გუნდი – ნიკო ლომაშვილის, ლიკა კუპატაძის, ზურა ხავაზურაშვილისა და მარაიმ ლაგაზაურის შემადგენლობით, პროექტით – „მღვიმეების მკვლევარი რობოტი“, მენტორ ნათია ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობით. მესამე ადგილზე გავიდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის გუნდი ინდირა ნატრიაშვილის მენტორობით და ლევან თულაშვილის, ლუკა მელაძის, ზურა ბერიძის შემადგენლობით, პროექტით – „რობოტული ხელი“.

კონკურსის ფარგლებში დაწესებული იყო სპეციალური პრიზებიც. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის მიერ დაწესებული 500-დოლარიანი ფულადი ჯილდო ორ გამორჩეულ გუნდს გადაეცა. ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, პროექტისთვის „მარკშეიდერი – ბზარების დეტექცია“, ხოლო მეორე – ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც პროექტი „ბენზინის ხარისხის დადგენა“ წარმოადგინა.

ასევე, STEM ინოვატორთა ასოციაცია-ის მიერ დაწესებული 500-ლარიანი სპეციალური პრიზი გადაეცა მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის გუნდს პროექტისთვის „ბიბლიოთეკის ციფრული მოწყობა“.

გამარჯვებული გუნდებისთვის ორგანიზატორებმა მნიშვნელოვანი წამახალისებელი პრიზებიც დააწესეს. პირველი ადგილის მფლობელ გუნდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-მა პროექტების შემდგომი განვითარების მიზნით ტექნიკის მაღაზიათა ქსელში გამოსაყენებელი 2000-ლარიანი ვაუჩერები გადასცა, ხოლო STEM ინოვატორთა ასოციაციამ გუნდებს სამი 3D პრინტერი აჩუქა. მესამე ადგილზე გასულ გუნდს უნივერსიტეტმა 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ. მისი განცხადებით, მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და სამეცნიერო ინტერესების განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ჰყავს ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა, რომელსაც შეუძლია თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზება.

„დღევანდელმა კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ახალგაზრდობას. წარმოდგენილი პროექტები გამოირჩეოდა როგორც ინოვაციური იდეებით, ისე მათი პრაქტიკული დანიშნულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიებს რეალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ და ქმნიან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შეიძლება გახდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, STEM განათლების პოპულარიზაციასა და იმ ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მონაწილეთა შორის არიან მომავალი მეცნიერები, ინჟინრები და გამომგონებლები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში. ყველა მონაწილეს ვულოცავ წარმატებას და ვუსურვებ ახალი იდეების განხორციელებასა და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყოფილ პოლიციელს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ქალებს ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული პროცედურის დროს გადაღებული ფოტოებით აშანტაჟებდა, 60 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ყოფილ პოლიციელს, დავით ჭითანავას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ქალებს ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული კონკრეტული პროცედურის დროს გადაღებული ფოტოებით აშანტაჟებდა, 60 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.როგორც ცალკეული მედიასაშუალება იუწყება, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მათივე ცნობით, ყოფილი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა.რაც შეეხება უშუალოდ სავარაუდო დანაშაულს, მედიის ინფორმაციით, სამეგრელოში მდებარე ერთ-ერთ ესთეტიკის ცენტრში, ლაზეროთერაპევტი მომხმარებელ ქალებს ფოტოებს ფარულად უღებდა, რასაც ის დავით ჭითანავას უგზავნიდა. როგორც მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, შემდგომში, აღნიშნული ფოტოებით ჭითანავა ქალებს აშანტაჟებდა.პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.ყოფილ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ტვ პირველის” ცნობით, შემთხვევა 2025 წლის აპრილში მოხდა და გამოძიებაც ამ დროიდან მიმდინარეობდა, თუმცა დავით ჭითანავა მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 26 ივლისს საქართველოს დატოვება სცადა.ადვოკატის თქმით, ჭითანავა თურქეთში მიდიოდა „შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“. მისივე თქმით, ის მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და სამსახურიდან ერთი თვის წინ „ოჯახური პირობების გამო“ წამოვიდა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ინტერიერის დიზაინერს რატი რატიანს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” უკანონო დათესვა, მოყვანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მიწის სიღრმეში სპეციალურად აშენებულ სარდაფის ტიპის შენობაში, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 283 ქოთანში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 16434.71 გრ. ნარკოტიკლი საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე, ასევე ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7406.22 გრ. ნარკოტიკულ საშუალება “გამომშრალ მარიხუანას”.„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2025 წლის 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა.სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ტყუპებმა გიორგი და ლუკა ჭიღლაძეებმა, მათემატიკაში, 51-დან 50-50 ქულა მიიღეს

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ტყუპებმა გიორგი და ლუკა ჭიღლაძეებმა, მათემატიკაში, 51-დან 50-50 ქულა მიიღეს

„ყველაფერი წამებში მოხდა…“ – ქობულეთის სანაპიროზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცერმა ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა

27 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე, ძლიერი ტალღების დროს საშინელი წუთები დატრიალდა. მცირეწლოვან ბავშვს დახრჩობის რეალური საფრთხე შეექმნა,- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრის სწრაფი რეაგირებით ბავშვი გადარჩა.„27 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე, ძლიერი ტალღების დროს საშინელი წუთები დატრიალდა. მცირეწლოვან ბავშვს დახრჩობის რეალური საფრთხე შეექმნა, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცერმა დაუყოვნებლივ და პროფესიონალურად იმოქმედა.ყველაფერი წამებში მოხდა, სანაპიროზე მყოფი ადამიანები შოკში იყვნენ, მაგრამ სწორედ მისი სიმამაცისა და სწრაფი რეაგირების წყალობით ბავშვი გადარჩა.ასეთი ადამიანები სიცოცხლეშივე გმირები არიან. ოფიცერი უდიდეს მადლობასა და პატივისცემას იმსახურებს გაბედულებისა და ადამიანური თავდადებისთვის. ღმერთმა ჯანმრთელად და მშვიდობით ამყოფოს ყველა ის ადამიანი, ვინც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“,-წერს გვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ“. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და  უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის მიერ, ქალაქ ტაშკენტში, ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.აღსანიშნავია, რომ UNODC-ის გლობალური სამგზავრო და ტვირთების კონტროლის პროგრამის (PCCP) ფარგლებში, გამართული საბაჟო ორგანოებისა და პორტების კონტროლის ერთობლივი დანაყოფების რეგიონთაშორისი ქსელის (IREN) წევრი ქვეყნების ფორუმი, რიგით მეთერთმეტე ყოველწლიური შეხვედრაა და მას საბაჟო ადმინისტრაციების  ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.საერთაშორისო ფორუმის მიზანია პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ოპერატიული შედეგების/გამოწვევების შეფასება და რეგიონული თანამშრომლობისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის მექანიზმების განვითარებას, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სამართალდაცვითი ღონისძიებების შემცირებას.ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია გრძელიძე და სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 - 2026 წლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ, აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჰეროინის (905 კგ) და მეტამფეტამინის (103 კგ), ასევე,  434 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის საქართველოს გავლით გადაზიდვის ფაქტები. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები