სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ტყუპებმა გიორგი და ლუკა ჭიღლაძეებმა, მათემატიკაში, 51-დან 50-50 ქულა მიიღეს

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ტყუპებმა გიორგი და ლუკა ჭიღლაძეებმა, მათემატიკაში, 51-დან 50-50 ქულა მიიღეს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე თამაზაშვილი-„გლეხი ბენეფიციარი კი არა, ძლიერი პარტნიორი უნდა გახდეს,ვაზი მხოლოდ ბიზნესი არ არის – მევენახეობას სახელმწიფოს ახალი, გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება“

 ,,საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის. საქართველო ღვინის სამშობლოა - ეს კი ნიშნავს, რომ ამ დარგზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა აღიქმებოდეს როგორც მშობლის პასუხისმგებლობა საკუთარ შვილზე და არა როგორც ბიუჯეტისთვის აკიდებული ზედმეტი ტვირთი. ღვინის წარმოებისადმი მხოლოდ ცივი, წმინდა ეკონომიკური კალკულაციით ყურება დაუშვებელია. განვითარებული და ძლიერი მეღვინეობა ნიშნავს მსოფლიოს მხრიდან „ღვინის აკვნის“ მიმართ გაასმაგებულ ყურადღებასა და პატივისცემას. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდება მილიონობით ტურისტის, მაღალი ცნობადობისა და ჩვენი ეკონომიკისთვის უზარმაზარი დივიდენდების სახით. ჩვენ ყველას გვახსოვს პერიოდი, როდესაც დარგი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ გლეხი აღარ აშენებდა ახალ ვენახებს, ძველი ვენახების რესურსი იწურებოდა და ხშირად ვაზის გაჩეხვის ტრაგიკულ პრეცედენტებსაც ვხედავდით... შეიძლება ითქვას, გარდაუვალი იყო დარგის სრული განადგურება. სწორედ ასეთ დროს, დარგის გადასარჩენად, ფეხზე წამოყენებისა და წახალისებისთვის, სახელმწიფო სუბსიდირების შემოღება უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, ყველას გვესმის, რომ უსასრულო სუბსიდირება და მუდმივად ერთი და იგივე წერტილში დგომა ვერ გაგრძელდება. არ შეიძლება მოზარდი ზუსტად ისევე იკვებებოდეს, როგორც მცირეწლოვანი ბავშვი. დარგი გაიზარდა, გაძლიერდა და მასთან ერთად სახელმწიფოს მზრუნველობის ფორმაც უნდა შეიცვალოს - ის უნდა გახდეს უფრო მოწიფული, მოქნილი და სტრატეგიული. მიმდინარე რთველმა მკაფიოდ გამოაჩინა ახალი გამოწვევები - კლიმატის ცვლილება და უამინდობა, რამაც გლეხების უდიდესი შრომა საფრთხის ქვეშ დააყენა. ასეთ დროს საჭიროა არა ხისტი ბიუროკრატიული ჩარჩოები ან უეცრად შემოღებული მკაცრი წესები, არამედ პრაგმატული და მზრუნველობით მიღებული გადაწყვეტილებები. დროა, ნელ-ნელა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და გამოაცხადოს ახალი, გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც ზუსტად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და ორ თანმიმდევრულ ნაბიჯს მოიცავს: 4-წლიანი გარდამავალი პერიოდი: ეს იქნება ლოგიკური და სამართლიანი დრო ადაპტაციისთვის. ამ 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინარჩუნებს ყურძნის სუბსიდირებას , რითაც გლეხს აძლევს დროს, უმტკივნეულოდ და მშვიდად მოემზადოს განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. 10-წლიანი სადაზღვევო ფარი: გარდამავალი პერიოდის შემდეგ სახელმწიფო გადადის დარგის მხარდაჭერის ევროპულ მოდელზე . უნდა შეიქმნას კარგად გამართული, ძლიერი სადაზღვევო სისტემა, რომელიც მორგებული იქნება მევენახეობის ყველა ნაცნობ გამოწვევაზე (სეტყვა, გვალვა, უამინდობით გამოწვეული შაქრიანობის ვარდნა). სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, მომდევნო 10 წლის მანძილზე მინიმუმ 80%-ით დაასუბსიდიროს გლეხის სადაზღვევო გადასახადი. რას მიიღებს გლეხი ამ სტრატეგიით?უპირველეს ყოვლისა - სტაბილურობასა და ხვალინდელი დღის რწმენას. გლეხი აღარ იქნება დამოკიდებული წლიდან წლამდე სუბსიდიის მოლოდინზე ან ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებებზე. ის მიიღებს დაცულობას ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, გარანტირებულ შემოსავალს საკუთარ მძიმე შრომაში და მკაფიო პერსპექტივას, რომ მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანით მისი ოჯახის კეთილდღეობა წლები გაგრძელდება. სწორი განვითარებით გლეხი იქნება არა სახელმწიფოს დახმარებაზე დამოკიდებული ბენეფიციარი, არამედ ძლიერი, დაცული და ამაყი პარტნიორი. ბოლოს კი მინდა ქართული ხალხური გადმოცემიდან ერთი ამბავი გავიხსენო: სამშობლოს დასაცავად მიმავალი ქართველი მეომარი, ბრძოლის ველზე გასვლამდე, ჩოხის ჯიბეში ვაზის ყლორტს იდებდა, რათა მისი დაცემის შემთხვევაში იმ ადგილას ახალი ვაზი გაზრდილიყო...''-ამის შესახებ ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლოზ სამხარაძე – სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც

არ ვიცი, ნიკა გვარამიას რა მოტივი ამოძრავებს, თუმცა ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც თავს პოლიტიკოსს უწოდებს და ვისაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მსგავსი სახის განცხადებები მიუღებელია, რადგან ეს დამატებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს და სუვერენიტეტს, მეორე მხრივ, შეიძლება, ხელოვნურად გაჩნდეს ახალი დაპირისპირების და დაძაბულობის საბაბი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისი თქმით, ახლა ასეთი განცხადებების კეთება საჭირო  არ არის.„აქედან გამომდინარე, ეჭვი მიმყარდება, რომ ეს კონკრეტულ დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რადგან ახლა საუბარი არ არის იმაზე, რომ ხვალ, ევროკავშირში შევდივართ და ამაში ხელს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის. ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური მცდელობაა ურთიერთობა დაიძაბოს. სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც“, – განაცხადა სამხარაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოზე შეტევა წახალისებული იყო იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც დღეს შეიძლება, პრემიერს ხელს ართმევდეს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არსებობენ მუდმივი მტრები და...

საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველომ საკუთარი ინტერესები და სუვერენიტეტი დაიცვა, რაც დღეს დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.„საბოლოოდ მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს და ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა თავის დადებით ნაყოფს იძლევა. კონკრეტულად, მსოფლიო ტურბულენტობაში რასაც დღეს ვერავინ უარყოფს, ომები გნებავთ თუ სხვა სახის პოლიტიკური თუ ეკონომიკური დაძაბულობები, ამ პირობებში საქართველო მშვიდობას და განვითარების სტაბილურ ვექტორს ინარჩუნებს. ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ხდება დასავლეთის და აღმოსავლეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ეკონომიკური თუ სხვა სახის კავშირების დამყარებაში. საქართველოს რეალური საჭიროება დღეს მსოფლიოსთვის გააზრებულია. გააზრებულია ისიც, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ამ ფუნქციის და მდგომარეობის შესაქმნელად ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს. ხედავენ იმასაც, რომ შეტევა ბევრი იყო, მათ შორის ბევრი იმ ადამიანების მხრიდანაც წახალისებული, ვინც დღეს შეიძლება ხელს ართმევდეს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ პოლიტიკა ასეა, არასდროს არ არსებობს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები. არსებობს ინტერესები და ნათლად ჩანს, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესები და სუვერენიტეტი დაიცვა და დღეს ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.მათივე ცნობით, სასამართლომ ქარდავას სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან - 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა ჯამში 768 107 ლარი.თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების და გაფლანგვის ფაქტების დაფარვის მიზნით, მეგის ქარდავას დავალებით შედგა ფიქტიური დოკუმენტაცია, თითქოსდა ავღანეთის რესპუბლიკაში მივლენილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის ფულადი სახსრების დახარჯვის შესახებ, რითაც ხსენებული თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა.ბრალდებულს ბრალდება 10 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა

97 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის მეუღლე, „მერის პროტოტიპი“, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა.ნანული გუგუნავა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მწერლის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მთავარი საყრდენი. წყვილს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდა. რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებასა და ლიტერატურულ საქმიანობაში.

ბოლო სიახლეები