27 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე, ძლიერი ტალღების დროს საშინელი წუთები დატრიალდა. მცირეწლოვან ბავშვს დახრჩობის რეალური საფრთხე შეექმნა,- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრის სწრაფი რეაგირებით ბავშვი გადარჩა.
„27 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე, ძლიერი ტალღების დროს საშინელი წუთები დატრიალდა. მცირეწლოვან ბავშვს დახრჩობის რეალური საფრთხე შეექმნა, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცერმა დაუყოვნებლივ და პროფესიონალურად იმოქმედა.
ყველაფერი წამებში მოხდა, სანაპიროზე მყოფი ადამიანები შოკში იყვნენ, მაგრამ სწორედ მისი სიმამაცისა და სწრაფი რეაგირების წყალობით ბავშვი გადარჩა.
ასეთი ადამიანები სიცოცხლეშივე გმირები არიან. ოფიცერი უდიდეს მადლობასა და პატივისცემას იმსახურებს გაბედულებისა და ადამიანური თავდადებისთვის. ღმერთმა ჯანმრთელად და მშვიდობით ამყოფოს ყველა ის ადამიანი, ვინც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“,-წერს გვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ“.

