ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE – Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on Large Electric Systems) წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის ენერგეტიკის, ინჟინერიისა და კვლევის მიმართულებით სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ენერგეტიკის სფეროში CIGRE-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ათასობით პროფესიონალსა და ექსპერტს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან და 1250 წევრ ორგანიზაციას – მათ შორის წამყვან უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და ენერგოინდუსტრიის მძლავრ მოთამაშეებს.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ეტაპობრივად აფართოებს საერთაშორისო პარტნიორობას, მეცნიერ-მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში მათ სამომავლო ინტეგრაციასა და კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს საქართველოში ენერგეტიკის სექტორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის CIGRE-ის წევრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და ამავე დროს, ახალი ეტაპია საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გაფართოების კუთხით. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას ენერგეტიკის ფაკულტეტს, ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პედაგოგებს. სწორედ მათმა პროფესიონალიზმმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის საუკუნოვანმა ტრადიციამ და ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ხელშეწყობამ შექმნა მყარი საფუძველი საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის.

აღსანიშნავია, რომ დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭო აერთიანებს 61 ეროვნულ კომიტეტს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ინდუსტრიების, ასევე, დარგის პროფესიონალთა და ექსპერტთა ტექნიკური ხედვები და გამოცდილება მაღალ დონეზე მუშავდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ CIGRE-ი ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საგანმანათლებლო-კვლევით პროგრამას. პროგრამა მოიცავს 16 მიმართულებას და მაღალი კლასის პროფესიონალებითა და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ 250-ზე მეტ სამუშაო ჯგუფს, რომელთა ძალისხმევა მიმართულია სხვადასხვა ქვეყნის ენერგოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. პროგრამა ასევე მოიცავს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებას, ხოლო უმნიშვნელოვანესი საკითხები და თემები ორ წელიწადში ერთხელ განიხილება „პარიზის სესიაზე“, რომელიც ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი მრავლისმომცველი საერთაშორისო კონგრესია.

დარწმუნებული ვარ, ეს ახალი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის გაძლიერებას, ისე ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებას“, – აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აღნიშნავს, CIGRE-ში გაწევრიანებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები კიდევ უფრო აქტიურად ინტერგრირდებიან ენერგეტიკის საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში.

„CIGRE-ის წევრობით ჩვენი სტუდენტები, მეცნიერ-მკვლევრები და პედაგოგები მიიღებენ წვდომას საერთაშორისო კვლევით რესურსებსა და იმ საუკეთესო პრაქტიკებზე, რომლებიც დღეს მსოფლიო ენერგეტიკის განვითარებას განსაზღვრავს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში, სამუშაო ჯგუფებსა და პროფესიულ დისკუსიებში, ერთობლივ კვლევით პროექტებში, ასევე, იმუშავებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ და საინჟინრო მიმართულებებზე. ასეთი პარტნიორობა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი თაობის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკოსების მომზადებას, მეორე მხრივ კი – საქართველოში ენერგეტიკის სექტორის ინოვაციურ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დარგის დაახლოებას“, – ამბობს ქეთევან ქუთათელაძე.

ცნობისათვის, დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭო (CIGRE – Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on Large Electric Systems) 1921 წელს პარიზში (საფრანგეთი) დაარსდა. 100 წლის განმავლობაში CIGRE-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ენერგოსისტემის ძირითადი ტექნიკური საფუძვლების ჩამოყალიბება-განვითარებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და მამაკაცი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

საქართველოში ჩინური მანქანების იმპორტი მაქსიმუმზეა – რა ჯდება ერთი ავტომობილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 6 თვეში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი წლიურად 66%-ით გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის უკვე მესამე ადგილზეა.უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში ქვეყანაში 4 185 ერთეული (38.473 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 521 ცალი (21.710 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) იყო.შედარებისთვის, 2024 წელის 6 თვეში საქართველოში ჩინეთიდან 1 393 ერთეული (22.777 მლნ აშშ დოლარის) მანქანა შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 852 ავტომობილი (10.729 მლნ აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-ივნისში კი 348 (2.632 მლნ აშშ დოლარის) ერთეული.სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2026 წლის 6 თვის მდგომარეობით, ჩინური ავტომობილების ღირებულება ზოგად ჭრილში წლიურად მომატებულია.უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-ივნისის იმპორტის მონაცემებით, ერთი ერთეული ჩინური ავტომობილის საშუალო ღირებულება, დაახლოებით 9.2 ათასი აშშ დოლარი იყო, 2025 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 8.6 ათასი აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ღირებულება შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლებიც იყოს).რაც შეეხება მთლიანობაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში, 100 616 ერთეული (1.614 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა) ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 12.3%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის 6 თვეში მანქანების იმპორტმა 114 778 ერთეული (1.938 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა.ამასთან, აღსანიშნავია რომ წელს საანგარიშო პერიოდში შემოსული ავტომობილების 4.1% ჩინეთზე მოდის.

დონალდ ტრამპი – ლინდსი გრემს ომი უყვარდა, ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია

ლინდსი გრემს ომი უყვარდა. ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მაგრამ მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია. ის ამ საკითხით ძალიან იყო გატაცებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.მისივე თქმით, ეს „კარგი მიზეზების“ გამო ხდებოდა.ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გრემი ირანთან შეთანხმების მომხრე იყო და აღნიშნავდა, რომ შეთანხმების დადებისთვის კარგი დრო იყო.„ლინდსის შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესოა – ირანის საკითხზე ის, როგორც იტყვიან, ყოველთვის ძალიან მკაცრი პოზიციის იყო,  მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პოზიცია შეიცვალა. ფიქრობდა, რომ შეთანხმების მიღწევა თუ შესაძლებელია, ამ შემთხვევაში გარიგების დადება უკეთესია, ვიდრე ქვეყნის დარჩენილი ნაწილის უბრალოდ განადგურება“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლინდსი გრემს უფრო „მებრძოლი“ და ხისტი პოზიცია ჰქონდა და ის მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა.ამასთან, ტრამპმა გრემს უწოდა „დიდი პოლიტიკოსი“, რომელსაც „ადამიანების გაერთიანება შეეძლო“.„ჩვენი ურთიერთობა ცოტა რთულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ის სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. საბოლოოდ, ეს მართლაც შესანიშნავ მეგობრობაში გადაიზარდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.მისივე თქმით, პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გრემი მას ჯარის გაძლიერებაში ეხმარებოდა.

ირანში ორი მომიტინგე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ წელს მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობაში, - ინფორმაციას CNN-ი ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, აბოლფაზლ სეფაჰი ბაჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი სიკვდილით გამთენიისას, ალი ხანის მოედანზე დასაჯეს.ორივე მამაკაცი იმ 14 ადამიანს შორის იყო, რომლებსაც სიკვდილით დასჯა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ საქმეზე მიესაჯათ.ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ბრალი დასდო „უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და მოკლულთა ცხედრების დაწვაში“.

ფასები განახლდა – კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა. საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება, რომელსაც მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია, ისევ 140 მილიონი ევროა.პირველი ათეული ასე გამოიყურება1-2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) - 220 მლნ1-2. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 220 მლნ3. კილიან მბაპე (რეალი) – 200 მლნ4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 170 მლნ5. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 160 მლნ6. პედრი (ბარსელონა) – 150 მლნ7-10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 140 მლნ7−10. ვინისიუსი (რეალი) – 140 მლნ7−10. ვიტინია (პსჟ) – 140 მლნ7−10. ჟოაო ნევეში (პსჟ) – 140 მლნ

ბოლო სიახლეები