პარასკევი, მაისი 15, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ბიზნესის კვლევისა და მენეჯმენტის IV საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ბიზნესის კვლევისა და მენეჯმენტის IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „BRM – AI ერა: ინოვაციები, კრიტიკული ფაქტორები და გამოწვევები” – მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციაში, რომელიც ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, ფინეთის, ესპანეთის, გერმანიისა და ალბანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები. სამეცნიერო ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კანცლერმა – პროფესორმა კარლო კოპალიანმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ქავთარაძემ და ასისტენტ პროფესორმა ნინო ომანაძემ წარადგინეს.

სტუ-ის კანცლერის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში არსებული გამოწვევები, განვითარების ტენდენციები და ინოვაციური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობები. პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება თემაზე: „უკუგება ინვესტიციაზე საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში – გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები“.

როგორც კანცლერი განმარტავს, მოხსენებამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის საფუძველზეც დისკუსია ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კონფერეციის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, კერძო უნივერსიტეტების განვითარების სამომავლო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

„BRM საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების მეცნიერებთან ვითანამშრომლოთ, გავცვალოთ ცოდნა-გამოცდილება, გავეცნოთ უახლეს კვლევით ტენდენციებს და წარმოვადგინოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხედვა იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება AI-ის გამოყენებას ბიზნესპროცესებში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კონფერენციაზე განხილული საკითხები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე, მენეჯერული გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამიტომ, მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები ხელს უწყობს როგორც აკადემიური კვლევების გაღრმავებას, ისე პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც ჩაერთვება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში და ხელს შეუწყობს იმ ინოვაციური კვლევების განვითარებას, რომლებიც მიმართულია ტექნოლოგიური პროგრესისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებისკენ“, – აცხადებს კარლო კოპალიანი.

სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ხოსე პედრო გარსია საბატერის შეხვდა. მხარეებმა Erasmus+ უწყებათაშორისი შეთანხმების დადების შესახებ საკითხები და უნივერსიტეტებს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ, მათთან გამოცდილების გაზიარებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, სტუდენტებისთვის კი საჯარო ლექციები ჩაატარეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – არ ვურჩევდი შვილებს სასწავლებლად ან სამუშაოდ აშშ-ში გამგზავრებას, იქ მოულოდნელად ჩამოყალიბდა გარკვეული სოციალური კლიმატი, ყველაზე განათლებულ ადამიანებსაც კი უჭირთ სამუშაოს პოვნა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამჟამად საკუთარ შვილებს არ ურჩევდა აშშ-ში გამგზავრებას. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.„დღეს მე არ ვურჩევდი ჩემს შვილებს აშშ-ში წასვლას, იქ განათლების მიღებას და მუშაობას, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ მოულოდნელად ჩამოყალიბდა გარკვეული სოციალური კლიმატი“, – განაცხადა მერცმა ვიურცბურგში, კათოლიკურ კონგრესზე ახალგაზრდებთან საუბრისას.მისი თქმით, სოციალური კლიმატი აშშ-ში სწრაფად შეიცვალა.„დღეს ამერიკაში ყველაზე განათლებულ ადამიანებსაც კი უჭირთ სამუშაოს პოვნა“, – აღნიშნა მერცმა.

ანდრეი სიბიგა – მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, განვაგრძობთ გამჭვირვალე და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შეხვედროდა.როგორც სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ფართო ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს.„საუბარი პირდაპირი გაგრძელება იყო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ბოლოდროინდელი დიალოგისა. განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამ-ში და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. განვაგრძობთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში. 

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილის სასარგებლოდ არსებობს მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა დამალეს – ეს მასალები დაცვის მხარეს არ გადმოეცა, რაც...

არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან იქნა დამალული, ის დაცვის მხარეს არ გადმოეცა, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.როგორც ის განმარტავს, დაცვის მხარის ვარაუდით, მტკიცებულებები გამამართლებელი ხასიათის იყო და პროკურატურის მხრიდან მისი დამალვა, ამ მიზნებიდან გამომდინარეობდა.„არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დამალულ იქნა, რაც შესაბამისი წესით გასაჩივრდება. მოწმეები დასაკითხ პირთა სიაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მათ დასაკითხ პირთა სიაში ჩასმაზე. თუმცა, მათი გამოკითხვის ოქმები დამალული იქნა პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან და დაცვის მხარეს არ გადმოეცა. არანაირი სხვა სახის ეპიზოდი გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში აღარ არსებობს, ყველა ეპიზოდი წარმოდგენილია სასამართლოში. მოწმეებზე, რომლებზეც და რომელთა გამოკითხვის ოქმებზეც დაცვის მხარე საუბრობს, დაკითხული იქნენ იმ ეპიზოდებთან მიმართებაში, რა ეპიზოდებთანაც დაკავშირებითაც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. ვსაუბრობ მხოლოდ იმ დამალულ მტკიცებულებებზე, რომელიც ეხება საქმეს და რომელიც მიმდინარეა სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.ის ასევე გამოეხმაურა სასამართლოში დღეს დაკითხული ორი მოწმის ჩვენებას.„დღევანდელ სასამართლო პროცესზეც იგივე სიტუაცია განმეორდა - არც ერთ მოწმეს გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით არანაირი სახის ინფორმაცია არ მოუწოდებია და არ უსაუბრია მის შემხებლობაზე რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული იქნა დაკითხული, რომლის საქმეც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დასახელებულმა პირმა თავის ბრალთან მიმართებაში ისაუბრა, მის ალიბზე ვერ და არ ვისაუბრებ. არც ერთ პირს, ვინც ამ დრომდე დაკითხულია სასამართლოში, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია, იმგვარი, თითქოს, მას შემხებლობა ჰქონდეს რომელიმე ეპიზოდის დანაშაულთან, მათ შორის, ბაღების ეპიზოდთან. ამ მოწმეს ლილუაშვილი არ იცნობს, ისევე როგორც, მოწმე არ იცნობს გრიგოლ ლილუაშვილს, არც ერთს, ერთმანეთის შესახებ არც კი სმენიათ“, - განაცხადა ცერცვაძემ.მისივე თქმით, თუკი საჭიროება დადგება, ლილუაშვილი მის საქმეს სტრასბურგშიც წაიღებს.„ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სამართლებრივ გზას ირჩევს, ბუნებრივია, ეროვნული კანონმდებლობის დონეზე გვაქვს იმედი, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და მისი უდანაშაულობა დადასტურდება. სამომავლოდ, საჭიროებიდან გამომდინარე, თუკი, ამის აუცილებლობა იქნება, ბუნებრივია, ნებისმიერ სამართლებრივ გზას მივმართავთ, მათ შორის, სტრასბურგს“,- განაცხადა ცერცვაძემ.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა გვარამია – „თვინიერ საქმეთა სიტყვაი მკვდარ არს“, გრიგოლ ხანძთელის ამ მაქსიმაზე ვარ გაზრდილი, თავის მხრივ, სახარებიდან რომ მოდის

ვისაც ჰგონია, რომ „ყველა“ = „მე ვინც მომწონს ყველა“, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამიამ აღნიშნა, ერთობა მისთვის უბრალო სიტყვა არ არის და საქმით ცდილობს სიტყვებისთვის საზრისის მინიჭებას.„ტვინი რომ გასხლა ბევრმა, ყველა გაერთიანდითო, ამ „ყველაში“ რას გულისხმობდით, იქნებ განმარტოთ. იგივე ადამიანები (მათ შორის, პოლიტიკოსები), რომლებიც ამბობდნენ, რომ „ლელოს“ და გახარიას გარეშე ეგ ალიანსი ყოფილი „ნაცების“ გაერთიანებააო, დღეს რაღანაირად ამბობენ, „ლელო“ და გახარიასთან დგომა როგორ შეიძლებაო?მეორე ნაწილი, უკვე არსებული ალიანსის წევრებიდან ხან ერთზე რომ ამბობენ, მანდ რა უნდა, წავიდესო და ხან მეორეზე, ეგ რაღანაირი „ყველაა“?ჩემთვის ერთობა უბრალოდ სიტყვა არაა. ზოგადად, ნებისმიერ სიტყვას ფასი აქვს ჩემთვის და არათუ საზრისს არ ვუკარგავ, არამედ საქმით ვცდილობ მის გაცოცხლებას. „თვინიერ საქმეთა სიტყვაი მკვდარ არს“, – გრიგოლ ხანძთელის ამ მაქსიმაზე ვარ გაზრდილი, თავის მხრივ, სახარებიდან რომ მოდის.ვისაც ლაქლაქი და ენის ფხანა ჰგონია საქმე, ან ვისაც სიტყვა „ყველას“ მნიშვნელობა უკიდურესად თავისებურად ესმის, ან ვინც ფიქრობს რომ ერთობით მოტანილი სირთულეები და ემოციური გაუგებრობები ვინმეს გვეხალისება, ძალიან შემცდარა.ვისაც ჰგონია, რომ „ყველა” = „მე ვინც მომწონს ყველა“, ან შარზეა, ან შეგნებულად დესტრუქციულია, ან ქართული ენის ზოგიერთი სიტყვის შინაარსი არასწორად ესმის“, – წერს გვარამია.

ტრაგედია საგარეჯოში – 3 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 3 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც ეზოდან გამომავალ ავტომობილთან ახლოს მიირბინა, ავტომობილის კართან შეხების შემდეგ დაეცა და თავის არეში მძიმე ტრამვა მიიღო.სოფელში ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლი შვილების სკოლიდან გამოსაყვანად წასვლას აპირებდა.მომხდარი ფაქტის ზუსტი გარემოებების დასადგენად, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული.

ბოლო სიახლეები