გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამჟამად საკუთარ შვილებს არ ურჩევდა აშშ-ში გამგზავრებას. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს მე არ ვურჩევდი ჩემს შვილებს აშშ-ში წასვლას, იქ განათლების მიღებას და მუშაობას, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ მოულოდნელად ჩამოყალიბდა გარკვეული სოციალური კლიმატი“, – განაცხადა მერცმა ვიურცბურგში, კათოლიკურ კონგრესზე ახალგაზრდებთან საუბრისას.
მისი თქმით, სოციალური კლიმატი აშშ-ში სწრაფად შეიცვალა.
„დღეს ამერიკაში ყველაზე განათლებულ ადამიანებსაც კი უჭირთ სამუშაოს პოვნა“, – აღნიშნა მერცმა.

