პარასკევი, მაისი 15, 2026

მეხანძრე-მაშველებმა სახლში შეპარული დათვის ბელი უვნებლად გამოიყვანეს

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა 112-ში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ბიზნესის კვლევისა და მენეჯმენტის IV საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ბიზნესის კვლევისა და მენეჯმენტის IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „BRM - AI ერა: ინოვაციები, კრიტიკული ფაქტორები და გამოწვევები” - მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციაში, რომელიც ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს, იტალიის, ფინეთის, ესპანეთის, გერმანიისა და ალბანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები. სამეცნიერო ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კანცლერმა - პროფესორმა კარლო კოპალიანმა, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ქავთარაძემ და ასისტენტ პროფესორმა ნინო ომანაძემ წარადგინეს.სტუ-ის კანცლერის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში არსებული გამოწვევები, განვითარების ტენდენციები და ინოვაციური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობები. პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება თემაზე: „უკუგება ინვესტიციაზე საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში - გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები“.როგორც კანცლერი განმარტავს, მოხსენებამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის საფუძველზეც დისკუსია ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კონფერეციის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, კერძო უნივერსიტეტების განვითარების სამომავლო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.„BRM საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებლობას გვაძლევს წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების მეცნიერებთან ვითანამშრომლოთ, გავცვალოთ ცოდნა-გამოცდილება, გავეცნოთ უახლეს კვლევით ტენდენციებს და წარმოვადგინოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხედვა იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება AI-ის გამოყენებას ბიზნესპროცესებში.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კონფერენციაზე განხილული საკითხები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე, მენეჯერული გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამიტომ, მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები ხელს უწყობს როგორც აკადემიური კვლევების გაღრმავებას, ისე პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც ჩაერთვება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში და ხელს შეუწყობს იმ ინოვაციური კვლევების განვითარებას, რომლებიც მიმართულია ტექნოლოგიური პროგრესისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერებისკენ“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ხოსე პედრო გარსია საბატერის შეხვდა. მხარეებმა Erasmus+ უწყებათაშორისი შეთანხმების დადების შესახებ საკითხები და უნივერსიტეტებს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ, მათთან გამოცდილების გაზიარებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, სტუდენტებისთვის კი საჯარო ლექციები ჩაატარეს.

თამარ ბაგრატიონი: ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება

ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა განაცხადა.პირველ ლედის კითხვა დაუსვეს აქციებისას დაკავებული პირები შეწყალების შესახებ. როგორც საპასუხოდ თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება.„ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი. მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიას ვემსახურები. გასაგებია, რომ ახალგაზრდების შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება. ვერაფერს ვერ გეტყვით“, – აღნიშნა თამარ ბაგრატიონმა.

სერგეი ლავროვი – სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს და ერევანს შორის ურთიერთობები მჭიდრო და მოკავშირეობრივია, თუმცა, ამავდროულად, ადვილი არ არის.„დასავლეთი ცდილობს, დსთ-ის ზოგიერთი სხვა წევრის მაგალითის მსგავსად, დაიმორჩილოს და გაწყვიტოს სომხეთის ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები დსთ-ისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორებთან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზაციის სტანდარტები.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად  ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი“ აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აბას არაღჩი – მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სერიოზულობას გამოიჩენს, - ინფორმაციას The Iran International-ი ავრცელებს.ამასთან, მისი თქმით, წინა დიპლომატიური მცდელობების შემდეგ ირანს შეერთებული შტატების მიმართ ნდობა არ აქვს.„მოლაპარაკებებით მხოლოდ მაშინ ვართ დაინტერესებული, თუ მეორე მხარე სერიოზულად არის განწყობილი. ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა დიპლომატიას შანსი მივცეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.მისი მტკიცებით, „ირანი სრულად მზადაა საბრძოლო მოქმედებებს დაუბრუნდეს და ასევე მზადაა დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის“.ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეერთებულ შტატებს გამარჯვების გზა არ აქვს.არაღჩის თქმით, თეირანი მიესალმება ჩინეთის ნებისმიერ ძალისხმევას სიტუაციის, რომელიც სიტუაციის შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული.„ირანი მიესალმება ყველაფერს, რასაც ჩინეთი გააკეთებს სიტუაციის შესამსუბუქებლად“, - განაცხადა არაღჩიმ.

ბოლო სიახლეები