საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი მეცნიერის, ჰიდროლოგ თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

Read Time:1 Minute, 3 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, რექტორი დავით გურგენიძე, ჰიდროლოგის, გეოგრაფის, მეცნიერის, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეთხოვება ცნობილ მეცნიერს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი კომისიის ექსპერტს, თენგიზ ცინცაძეს.

ბატონი თენგიზი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართულ მეცნიერებას, ისეთ რთულ და საჭირო მიმართულებას, როგორიცაა, ჰიდროლოგია. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრობლემების, მდინარეთა აუზების ძირითადი ბუნებრივი რესურსების, ფუნქციებისა და ინტეგრირებული მართვის მექანიზმების შესწავლასა და გადაჭრაში და ა.შ.

თენგიზ ცინცაძე თითქმის ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში. იყო ღირსების მედლის და ღირსების ორდენის კავალერი. 2023 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა ,,ოქროს მედლით“.

თენგიზ ცინცაძე იყო მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 4 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეძღვნებოდა საქართველოს ზედაპირული და მიწის­ქვეშა წყლების მარაგის და მისი ცვლი­ლების შეფასებას, კლიმატის გლობალუ­რ დათბობაზე მზარდი ანთრო­პო­გენური დატვირთვის გავლენას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული”, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს
Next post რატი ბრეგაძე 29 აპრილის აქციაზე: მინდა ერთიანი საქართველო, მინდა მშვიდობა,მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში