დიმიტრი ხუნდაძე: შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს

Read Time:39 Second

დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური პოლიტიკა შავი ფულით ფინანსდება.

„შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანით, გაგრძელებული არჩევნების შედეგების ISFED-ის ხელით გაყალბებით, ასევე შარლ მიშელის ცნობილ დოკუმენტში ჩაწერილი 43%-ანი ბარიერით. ეს ბარიერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო და დოკუმენტში ჩაიწერა ვადამდელი არჩევნების ლეგიტიმაციის რეალიზების იმედით, რადგან ფიქრობდნენ, რომ მმართველი გუნდი ამ ბარიერს ვერ გადალახავდა. სწორედ, ამ ბინძური პოლიტიკის უზრუნველყოფა ხდება შავი ფულით.

დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად. ანუ ცდილობენ პროპაგანდით ხელი შეუწყონ მათი რიცხოვნობის გაზრდას. ეს კი ნიშნავს ქართული იდენტობის, ტრადიციების და ღირსების წინააღმდეგ ბრძოლას,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითმა ჯგუფმა – Music Art House საგარეჯოში კონცერტი გამართა
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი მეცნიერის, ჰიდროლოგ თენგიზ ცინცაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს