საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მორიგი საგაზაფხულო სესია დაიწყო

Read Time:1 Minute, 52 Second

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომლის
მეშვეობითაც, ამჯერად უკვე 71 მოსწავლეს შეუძლია გააკეთოს სწორი არჩევანი
პროფესიის შერჩევისას“, – ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან
ქუთათელაძემ ექსკლუზიური პროექტის საგაზაფხულო ეტაპის გახსნინსას
განაცხადა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ტექნიკურ
უნივერსიტეტში 2018 წელს ჩამოყალიბდა. პროექტი და შესაბამისად პროგრამა,
რომლის მიხედვითაც მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ,
პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ინიციატივითა და უშაუალო
ხელმძღვანელობით შემუშავდა.
როგორც რუსუდან ქუთათელაძემ, პროექტის მორიგი საგაზაფხულო ეტაპის
გახსნისას აღნიშნა, გასული წლების სესიებში მონაწილეობა მიიღო 300-მდე
მოსწავლემ, თბილისი და რეგიონების 50-მდე საჯარო და კერძო სკოლიდან.
“მიმდინარე სესიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია თბილისის საჯარო და
კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა გაიარეს და გასული
წლებისგან განსხვავებით წელს 71 მოსწავლე მიიღებს სესიებში მონაწილეობას.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დამსწრეთა რაოდენობის გაზრდა გამოწვეულია
მზარდ დაინტერესებასთან. მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით
გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. სწორედ მისი უშუალო ჩართულობის საფუძველზე
გავზარდეთ ადგილების რაოდენობა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის
123-ე, 54-ე, 18-ე, 213-ე, 60-ე, 61-ე, 55-ე, 51-ე, 179-ე, 47-ე, 32-ე, 135-ე, 71-ე საჯარო
სკოლების, კერძო სკოლა „დეა“-ს, წმინდა ილია მართლის სკოლის, ბჭევრის ბიზნეს-
სკოლის დირექციებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პროექტში
ჩართულობისთვის. ტექნიკური უნივერსიტეტის ამ სოციალური პროექტის მიზანია,
გზა გაუკვალოს ახალგაზრდებს, რომლებიც უახლოეს პერსპექტივაში შესაძლებელია
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. მიღებული ცოდნა
მათ აუცილებლად გამოადგებათ პროფესიის უკეთ დაუფლებაში. ეს ერთგვარი
ხიდია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. სკოლებს პროექტში მონაწილეობას,
სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ. გამოხმაურებამ, პროექტის ამოქმედებიდან
დღემდე, მოლოდინს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ყველა მსურველის ჩართვა,
მიუხედავად ადგილების რაოდენობის გაზრდისა, ვერ ხერხდება. თუმცა, რექტორის
გადაწყვეტილებით, ვეცდებით ყოველწლიურად გავზარდოთ მისარები

კონტიგენტის რიცხვი. წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალ სტუდენტებს, ჩვენს
მსმენელებს”, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა
მეწარმეთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ მიქელაშვილის თქმით,
სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას
ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს.
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია
მომავალ პროფესიაზე. ჩვენ მათ ამომწურავი პასუხები გავეცით კითხვებზე: რა არის
ბიზნესი და ეკონომიკა, რა არის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ემოციური ინტელექტი
და ლოგიკური აზროვნება, ლიდერობა და ბიზნესეტიკეტი. ეს ის ძირითადი
საკითხებია, რომლითაც სკოლის მოსწავლეს, მთლიანობაში, წარმოდგენა ექმნება
თავის მომავალ პროფესიაზე. მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ ტექნიკური
უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, სწავლების კუთხით, ჩვენი დოქტორანტებიც
მონაწილეობენ“, – აღნიშნა მერაბ მიქელაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო
სესია გაგრძელდება ექვსი კვირა და 11 მაისს დასრულდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია – როგორც იქნა, პარლამენტში შესაძლებელი გახდა რაღაც საქმეზე შეთანხმების მიღწევა, გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ ოპოზიციასაც ვთხოვ, მხარი დაგვიჭიროს
Next post სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე