იაგო ხვიჩია – როგორც იქნა, პარლამენტში შესაძლებელი გახდა რაღაც საქმეზე შეთანხმების მიღწევა, გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ ოპოზიციასაც ვთხოვ, მხარი დაგვიჭიროს

Read Time:1 Minute, 11 Second

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია საპარლამენტო უმრავლესობას მადლობას უხდის, რომ გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს. იაგო ხვიჩიამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ოპოზიციასაც.

„მინდა, მადლობა ვთქვა იმის გამო, რომ, როგორც იქნა, პირველად შესაძლებელი გახდა პარლამენტში რაღაც საქმეზე დალაპარაკება და შეთანხმების მიღწევა მორალურად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მინდა, ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა ამ თემებთან დაკავშირებით, რადგან, არსებული რეალობით, გამოვა, თითქოს საქართველოს პარლამენტმა აღიარა, რომ ოდესმე ქალები იჩაგრებოდნენ ან იჩაგრებიან. ეს არის ჩვენი წინაპრების უპატივცემულობა. კანონი ისე მივიღეთ, რომ დასახელებული არ იყო არცერთი ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელმაც შეავიწროვა ქალი პოლიტიკოსი. მინდა, ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა, რათა ქართველ ხალხს მოვხსნათ მძიმე მორალური ტვირთი, თითქოს საქართველოს პარლამენტში გვგონია, რომ ჩვენი წინაპრები ქალებს ჩაგრავდნენ“ , – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ კიდევ ერთხელ განმარტა და დაასახელა მიზეზები, რის გამოც მიაჩნია, რომ გენდერული კვოტირების გაუქმება აუცილებელია.

„მიუხედავად სქესისა, ადამიანები თანასწორნი არიან. ქალთა შეურაცხყოფა, დისკრიმინაციაა, როცა ჩვენი კანონმდებლები და, ზოგადად, პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალებს სჭირდებათ კაცების დახმარება, ხელის წაშველება, რათა პოლიტიკური ცხოვრება კაცების თანასწორად გააგრძელონ. მიგვაჩნია, რომ სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან ნებისმიერი სხვა რაღაცის მიხედვით კვოტების შემოღება გაანადგურებდა იმის რეპუტაციას ვის სასარგებლოდაც იქნება ეს მიღებული. მაგალითად, წარმოიდგინეთ, მიდიხართ ექიმთან და იცით, რომ ქალი ექიმები იმიტომ არიან ექიმები, რომ კვოტით არიან მიღებული სამედიცინო ფაკულტეტზე. ამ შემთხვევაში, ხომ არ აირჩევდით მათ, როგორც პროფესიონალებს, მიუხედავად იმისა,იქნებოდნენ თუ არა რეალურად პროფესიონალები. გვეცოდინებოდა, რომ ექიმები არიან არა იმიტომ, რომ კონკურენციას გაუძლეს და მაგრები არიან, არამედ იმიტომ, რომ ქალთა კვოტით მოხვდნენ სამედიცინო ფაკულტეტზე. შესაბამისად, ეს იქნებოდა არასწორი. ზუსტად იგივე ხდება პოლიტიკაშიც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე – სახელმწიფო ვალდებულია, საელჩოსა თუ საკონსულოში, სადაც აღრიცხვაზე იქნება 50-ზე მეტი ადამიანი, საარჩევნო უბანი გახსნას და ასეც მოხდება
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მორიგი საგაზაფხულო სესია დაიწყო