საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა

Read Time:1 Minute, 6 Second

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო ლექცია –
„ცირკულარული ეკონომიკის ასპექტები და გამოწვევები საქართველოში”, ჩაატარა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა ისეთ ძირითად
მიმართულებაზე, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის
მიმართულებით საქართველოში ჩატარებული რეფორმები.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,
გატარებული რეფორმების საფუძველზე ევროკავშირი საქართველოს აქტიურ
მხარდაჭერას უცხადებს. მან ხაზი გაუსვა ცირკულარული ეკონომიკის
მნიშვნელობას გლობალურ და რეგიონალურ დონეზე, ისაუბრა ცირკულარულ
ეკონომიკაზე გადასვლის მიზეზებსა და მის უპირატესობებზე, გადასვლის ეტაპებსა
და ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის – 2030 წლისთვის ევროკავშირის
ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზებზე და განიხილა ცირკულარული
ეკონომიკის მამოძრავებელი ფაქტორები – ადგილობრივი და რეგიონული
სტრატეგიების შემუშავების მნიშვნელობა, მწარმოებლის გაფართოებული
ვალდებულებები და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები,
როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე სხვა დარგებში.
„ცირკულარულ ეკონომიკაში არაერთი გამოწვევაა; სწორედ ამიტომ, სხვადასხვა
პროექტის განხორციელება და მათში დონორების ჩართულობა, უმნიშვნელოვანესია.
ცოტა ხნის წინ მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საკითხებზე
შეხვედრა გაიმართა, სადაც ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების პლატფორმის
შექმნაზე ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ნარჩენების გადამმუშავებლებს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ, ვინაიდან
წრფივი ეკონომიკიდან მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა დიდ ძალისხმევას და
ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ეს არის რისკების შემცველი ეკონომიკა, ამიტომ მას
გარკვეული მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ. ამ მიმართულებით, სტუდენტების,
როგორც მომავალი სპეციალისტების როლი, დიდია“, – განაცხადა სოლომონ
პავლიაშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის თემამ დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი
გამოიწვია. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია
მიიღეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაია პატარაია: “რამდენიმე ძუნძგლიანმა კაცმა უკანალში ამოისვა წლობით ნაშრომი და ძლივს მიღწეული კვოტები”
Next post საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, მათ შორის არც სასამართლოში „ვეტინგის“ გამოყენებით – ვოლსკი