ბაია პატარაია: “რამდენიმე ძუნძგლიანმა კაცმა უკანალში ამოისვა წლობით ნაშრომი და ძლივს მიღწეული კვოტები”

Read Time:46 Second

რამდენიმე ძუნძგლიანმა კაცმა უკანალში ამოისვა წლობით ნაშრომი და ძლივს მიღწეული კვოტები. გირჩი საბოლოოდ იყიდა ბიძინამ და ამას კვოტებში გადაცვლად გვტენის უტვინო ხვიჩია-მეგრელიშვილი. ნეტა, წილოსანი რით გააპრავებს ამას ამჯერად 🙂 – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია  პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

“რამდენიმე მუნიციპალიტეტში პირველად მოხდა ქალის არჩევა კვოტების ხარჯზე. ეგ მუნიციპალიტეტები ისევ ჩაიკეტება ქალებისათვის და ისევ ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვა ქალების მონაწილეობა ამ ქვეყნის ჩამპალ პოლიტიკაში.ჩვენ უფლებებს არავინ იცავს! არც ჩვენ შვილებს იცავს ვინმე.

პოლიტიკაში მოყუჩებულ ბიძინას მონებს მხოლოდ საკუთარი სკამები და საკუთარი მილიონები ადარდებთ.

ქალთა ყველა სხვა უფლების გაუქმებაც ეგრე სწრაფად შეუძლიათ – დაჩქარებული წესით. ქალებს ამომრჩევლადაც კი ვერ გვხედავენ, რომ რამე შეღავათი მაინც გაგვიწიონ. არავინ ვართ ოცნების თვალში – ნული.მოგვიწევს ქალებს ბრძოლა უპრეცედენტო მასშტაბით და ძალისხმევით. თუ გვინდა, რომ ოდესმე დაგვედგომებოდეს ამ ქვეყანაში და სულ სხვის მოსამსახურეებად არ ვიცხოვროთ, მოგვიწევს არნახული გაერთიანება, რადგან ჩვენი ერთადერთი ძალა ჩვენ რაოდენობაშია. ჩვენ ვართ უმრავლესობა! და არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი გაჩერება რეალურად – გესმით, ქალებო?!” – წერს ბაია პატარაია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: ნახევარი საქართველო სადღაც არის გადახვეწილი, უცხოეთში მეტი საარჩევნო უბანი უნდა იყოს
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა