საქართველოს პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

Read Time:23 Second

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო.

დეპუტატებმა პატივი მიაგეს ვაკის პარკში, ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველა შეძრა.

„ასეთ დროს, თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება, მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა ამ ტრაგედიას სამწუხაროდ აღარაფერი ეშველება, გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც და ევროკავშირის წევრიც გახდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური სპექტრის ნაწილი არაფერს აკეთებს
Next post შალვა შავგულიძე ხელისუფლებაზე: საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ მათ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისა და მისი სხვა შესწორებებისთვის და მხარი არ დაეჭირათ მისი მე-4 შესწორებისთვის