შალვა შავგულიძე ხელისუფლებაზე: საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ მათ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისა და მისი სხვა შესწორებებისთვის და მხარი არ დაეჭირათ მისი მე-4 შესწორებისთვის

Read Time:1 Minute, 15 Second

პარლამენტის უფრაქციო წევრმა შალვა შავგულიძემ პოლიტიკური განცხადებების ფორმატში, ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“.

„რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, დასმულია საკითხი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელმაც უნდა გაასამართლოს აღნიშნული რეჟიმი უკრაინის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი ომის, არაადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისათვის. დასმულია საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის მიზანშეუწონლობის შესახებ. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთოს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებრივი ომის შეფასებასთან ერთად, შეფასება მიეცეს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ხოლო რუსეთისგან მოითხოვს, მისი სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიებიდან. , აი ასეთი მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია. რეზოლუცია წარმოადგენს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს, არამედ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხითაც, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულები, რომელთაც რუსეთი დღეს სჩადის უკრაინაში, მას ჩადენილი აქვს საქართველოსთან მიმართებით გასული საუკუნის 90-იან წლებში და მიმდინარე საუკუნეში – 2008 წელს „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ კენჭისყრაზე არდასწრების გზით მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას. რის გამართლებასაც ცდილობენ იმით, რომ რეზოლუციას დაემატა მე-4 შესწორება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით. ეს არგუმენტი არ ამართლებს „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას, რადგან საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ მათ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისა და მისი სხვა შესწორებებისთვის და მხარი არ დაეჭირათ მისი მე-4 შესწორებისთვის, როგორც მოიქცა პარტია „მოქალაქეების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი. „ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებული მე-4 შესწორება, რათა მხარი არ დაეჭირა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
Next post ირაკლი ჩიქოვანი: სესიაზე საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებდა, რომ ევროპის საბჭოდან გარიცხული ყოფილიყო რუსეთის ფედერაცია