მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც და ევროკავშირის წევრიც გახდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური სპექტრის ნაწილი არაფერს აკეთებს

Read Time:1 Minute, 50 Second

„ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა იცოდეს საქართველოსთვის რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე დარდით „გადაღლილ“ ზოგიერთ ჩვენ კოლეგას, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საერთაშორისო არენაზე ავანტიურისტული მოქმედებებით, ქვეყანას და ქართველ ხალხს მიაყენონ ზიანი და შეურაცხყოფა“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ როგორც პარტნიორი პარტიის დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ევროპის სოციალ-დემოკრატთა კონგრესის ფარგლებში, გამართული შეხვედრებისას საქართველოს ევროპულ პერსპექტივები და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილა.

„ევროპის სოციალ-დემოკრატების კონგრესმა მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომლითაც ჩვენმა პარტნიორებმა, მტკიცედ მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ასეთივე კონგრესი 2022 წლის მაისის ბოლოს გამართა ევროპის სახალხო პარტიამაც, რომლის პარტნიორი საქართველოს პარლამენტიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

„ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი, ევროკავშირის ისტორიულ სამიტამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე გაიმართა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თითოეული პოლიტიკური ჯგუფის და წევრი ქვეყნის მხარდაჭერას სამწუხაროდ, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი, მაისში, მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს ჩვენმა კოლეგებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და სულ „გამორჩათ“, რომ მათი პარტნიორი პარტიის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა დაეფიქსირებინათ კონგრესის დოკუმენტში. საერთაშორისო არენაზე მხოლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებით რომ არიან დაკავებული ჩვენი ოპონენტები გამოჩნდა ევროპის საბჭოს ფარგლებშიც, როდესაც უკრაინის მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში მიხელ სააკაშვილის ფრჩხილებში მიწერა მოახერხეს აბსურდული შინაარსით – თითქოს ის არის პუტინის პატიმარი. ეს არის შეურაცხმყოფელი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპულ მომავალს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ მართლაც, სამწუხაროა იმის ყურება თუ რა სიამოვნებით ხართ დაკავებული შინ და გარეთ ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ბერლინში გამართული კონგრესის ფარგლებში, არაერთხელ გააჟღერეს ევროპელმა ლიდერებმა მათ შორის, გერმანიის კანცლერმაც. მისივე თქმით, ევროკავშირის და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბერლინში ევროკავშირის მომავალზე საუბრისას, ევროპელმა პარტნიორებმა.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც გახდება და ევროკავშირის წევრიც, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ პროცესში საქართველოს სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი არაფერს აკეთებს გარდა, მავნებლური კამპანიებისა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთოთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ისტორიულ მომენტში, შექმნათ ქვეყნისთვის დაბრკოლებები, რასაც მოიხმართ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის სულ რამდენიმე დღით და საერთოდ არ ფიქრობთ თუ რა ზიანს აყენებთ საქართველოს და ჩვენს ეროვნული ინტერესებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სისტემაში ცვლილებები 12 პუნქტის ნაწილი არ არის – წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, პოლარიზაცია შეამციროს, სავარაუდოდ, საკითხს მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს
Next post საქართველოს პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს