საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ლატვიას დაუპირისპირდება

Read Time:20 Second

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება. მატჩი რიგაში, „არენა რიგაზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ლატვიასთან მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელები სამშობლოში დაბრუნდებიან და 12-13 აგვისტოს დაგეგმილი თბილისის საერთაშორისო ტურნირისთვის მომზადებას დაიწყებენ.

ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო F ჯგუფში მოხვდა, სადაც კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებს შეხვდება. მატჩებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა გოდოლაძე: ეს არის გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პრობლემები, როდესაც ხდება მყინვარის სწრაფი დნობა – გავიხსენოთ 2017 წლის მესტია-ჭალის პრობლემები, 2018 წლის ნენსკრა… პრობლემა მოკლე მეხსიერებაა
Next post შალვა პაპუაშვილი – შოვში სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება, ნაწილობრივ ხდება გზის გაკვალვა, რათა ტექნიკამ მეორე ნაპირზე სრულად მუშაობა შეძლოს