საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ

Read Time:30 Second

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე  პრაღაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის მიმართულებით; განხორციელდება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში; ქართული მხარე გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; გერმანელი ექსპერტები ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციას, ასევე, ესწრებიან  საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
Next post ლევან იოსელიანი: რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას კონკრეტული მიზეზების გამო არ ვაწერ ხელს