არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

Read Time:23 Second

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ და სოციალურ ქსელში წერენ.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

წყარო: https://www.palitravideo.ge/video/146284-samcuxaro-inpormacia-gardaicvala-archil-tatunashvilis-mama/

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post NASA-მ ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა? გალერეა
Next post საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ