ლევან იოსელიანი: რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას კონკრეტული მიზეზების გამო არ ვაწერ ხელს

Read Time:47 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას კონკრეტული მიზეზების გამო არ აწერს ხელს.

იოსელიანის თქმით, რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი თუ მოიწვევს, დაესწრება და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

„რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ მოთხოვნას ხელს არ ვაწერ კონკრეტული მიზეზის გამო – საკითხები, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მიერ არის მოთხოვნილი, არ არის მომზადებული იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ყველა ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული რიგგარეშე სხდომაზე, არის 12-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი და ვფიქრობ, რომ ამ სივრცეში უნდა იყოს მისი განხილვა არასამთავრობო სექტორთან ერთად.

კონკრეტული პარტიების მიერ ინიცირებული კანონპროექტებია და ყველას გვესმის, რომ მას საერთო მხარდაჭერა არ ექნება, თუ წინასწარ არ იქნება შეთანხმება. ეს შეთანხმება არ ყოფილა პარტიებს შორის. ცვლილებების მიღებას მმართველი პარტიის მხარდაჭერა სჭირდება. თუ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზანია პოლიტიკური პერფორმანსის გამართვა, რაც აქამდე ხდებოდა ხოლმე, ასეთი რაღაცების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან შედეგზე არ არის გათვლილი. რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი თუ მოიწვევს, დავესწრები, მაგრამ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. მეორე საკითხია, რიგგარეშე სხდომის კვორუმი იქნება თუ არა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ
Next post შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, რეკომენდაციების პირველ პუნქტს ჩახედონ, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები