სასამართლოს ცნობით, ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები არ იდო

Read Time:28 Second

სასამართლოს ცნობით, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები არ იდო.

როგორც სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, გადასაღებ მოედანზე ფატალურ გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე მსახიობ ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ეპიზოდის გადაღების დაწყებამდე არც ასისტენტმა იცოდა, რომ პისტოლეტში საბრძოლო ვაზნები იდო, რადგან მან პროტოკოლით გათვალისწინებული ფრაზით უთხრა მსახიობს იარაღის უსაფრთხოების შესახებ.

ამასთან, „ბიბისიმ“ მოიპოვა ტრაგედიის მომენტში გადასაღებ მოედანზე მყოფი ადამიანების ნუსხა, რომელშიც აღნიშნულია იმ პირის ვინაობაც, რომელსაც იარაღის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდა. ტელეკომპანიის ცნობით, ის 20 წლისაა და ამ პოზიციაზე პირველად მოუწია მუშაობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა NATO MNMPBAT-ის ეგიდით ჩატარებული წვრთნები წარმატებით დაასრულა
Next post შალვა ნათელაშვილი – ღირსეული ოპოზიცია როცა დატოვებს სკამებს პარლამენტში და გამოვა ხალხთან, ვიქნებით მათთან, ორი კურდღლის დევნაში „ლეიბორისტული პარტია“ მონაწილეობას არ მიიღებს