საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია

Read Time:43 Second

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. მან 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

აღასანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის შესახებ განაცხადი თავდაპირველად, 17-მა პირმა შეიტანა, რომელთაგან ორმა კანდიდატურა მოხსნა. 6 თებერვლის სხდომაზე საპროკურორო საბჭომ დარჩენილ 15 კანდიდატს შორის ხმათა უმრავლესობით 4 კანდიდატი გამოავლინა. საბჭოს მხრიდან ირაკლი შოთაძემ მიიღო 10 ხმა , სოფიო შენგელიამ – 9 ხმა, ვალერიან ვაჭარაძემ – 8 ხმა, ხოლო დარიკო თორდიამ 7 ხმა.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იურისტი ირაკლი შოთაძე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი – ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ყველა კრიტერიუმს პასუხობს, ჩემი მხარდაჭერა მას ექნება
Next post “უმადური უნდა იყოს კაცი, საოცარ ქმნილებას არ მოუაროს” – მუხრან მაჭავარიანის მიერ გაშენებულ ტყეში ბრაკონიერობის ფაქტები შენიშნეს