ანრი ოხანაშვილი – ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ყველა კრიტერიუმს პასუხობს, ჩემი მხარდაჭერა მას ექნება

Read Time:42 Second

ჩემი მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს ექნება, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის გენერალური პროკურორის შერჩევისთვის მთავარი კრიტერიუმებია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და პროფესიული გამოცდილება.

„კრიტერიუმები პირადად ჩემთვის არის კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, პროფესიული გამოცდილება და ის პასუხები, რა პასუხებიც იქნა გაცემული კანდიდატების მხრიდან, ასევე ის ხედვა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი იყო მომესმინა თითოეული კანდიდატის ხედვა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემდგომ გაგრძელებასთან, სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესებასა და პროკურატურის სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პრინციპებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ კრიტერიუმებში ყველაფერს პასუხობს ბატონი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას დღეს გამართავს. ფარული კენჭისყრით არჩეულ ერთ კანდიდატს საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. გენერალური პროკურორობის კანდიდატები არიან: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – ძალიან პოზიტიურია გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები აშშ-ში იღებენ
Next post საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია