ირაკლი ჩიქოვანი – ძალიან პოზიტიურია გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები აშშ-ში იღებენ

Read Time:1 Minute, 9 Second

წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, პარლამენტის თავმჯდომარისა და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ძალიან პოზიტიურია ის გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები იღებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარტნიორებისა და კოლეგების მხრიდან მკაფიოდ არის დანახული ის პროგრესი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს და სწორედ ამ პროგრესის პირობებში არის საქართველოს მიმართ ასეთი დიდი მოთხოვნა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა რეგიონში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მოწვევით ესწრებოდა ღონისძიებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდათ შეხვედრები, როგორც სენატორებთან, ასევე კონგრესმენებთან. ამ შეხვედრებზე, აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა წამოჭრილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, კონკრეტული განმარტებები, ის ხედვა და გეგმები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ამ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეხვედრების განმავლობაში ცხადად გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და ამერიკას აქვს უპრეცენდენტოდ მაღალი თანამშრომლობის დონე.

„ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ წარმომადგენელთა პალატის მხრიდან მიღებულ იქნა ორპარტიული მხარდამჭერი აქტი საქართველოს მიმართ. ცხადია, რომ ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ინტენსიური კონტაქტები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან და კოლეგებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს საერთო ინტერესებსა და სტრატეგიულ ინტერესებს ერთობლივად მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – აშშ-ის კონგრესში საქართველოსადმი არსებობს ნდობა, ოპტიმიზმი და დიდი მხარდაჭერა, ამ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება
Next post ანრი ოხანაშვილი – ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ყველა კრიტერიუმს პასუხობს, ჩემი მხარდაჭერა მას ექნება