არჩილ თალაკვაძე – აშშ-ის კონგრესში საქართველოსადმი არსებობს ნდობა, ოპტიმიზმი და დიდი მხარდაჭერა, ამ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება

Read Time:1 Minute, 21 Second

როდესაც მეგობრებს აქვთ შეკითხვები, ბუნებრივი ნაბიჯია, შეხვდე მათ, აუხსნა, მიაწოდო არგუმენტები და აჩვენო, რა არის შენი გეგმა სამომვალოდ, რა ნაბიჯებს დგამ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული შეხვედრების შემდეგ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებობს ნდობა, მხარდაჭერა და ოპტიმიზმი. მისივე განცხადებით, ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.

„ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი. ჩვენ ვართ ყველაზე საიმედო პარტნიორი და მოკავშირე აშშ-ისთვის რეგიონში და, რა თქმა უნდა, ამას მომავალშიც არავითარი საფრთხე არ ემუქრება. კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არის დიდი ინტერესი. ჩვენთვის ეს წერილები, როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, არის ახალი შესაძლებლობა, რომ გავუზიაროთ მეგობრებს გეგმები მომავალთან დაკავშირებით.  ჩამოვედით კონკრეტული წინადადებებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რომლების შეთავაზებასაც ვაპირებთ შემდეგ დიალოგზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„ამ შეხვედრების შემდეგაც მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, ეს ურთიერთობები გავაძლიეროთ. დღევანდელმა შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ კონგრესის წევრებს აქვთ სრულიად სამართლიანი მიდგომა და მათ მიიღეს სრული ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაზეც იყო ყურდღება გამახვილებული წერილებში. ეს არის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები.  ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ წერილები, კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესმენებს, საჭიროებდა პასუხებს. ჩვენ ჩამოვედით პასუხებით. ეს არის მეგობრების პოზიცია და ჩვენი მხრიდან აღქმულია, როგორც მეგობრების მოსაზრება. როდესაც მეგობრებს აქვთ შეკითხვები, ბუნებრივი ნაბიჯია, რომ შეხვდე მათ, აუხსნა, მიაწოდო არგუმენტები და აჩვენო, თუ რა არის შენი გეგმა სამომვალოდ, რა ნაბიჯებს დგამ, როდესაც ხარ ხელისუფლებაში. საქართველოსადმი არსებობს ნდობა, ოპტიმიზმი და დიდი მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესში და მერწმუნეთ, მომავალში ამ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება კომპრომისული, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ
Next post ირაკლი ჩიქოვანი – ძალიან პოზიტიურია გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები აშშ-ში იღებენ