საპატრიარქო: საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ

Read Time:58 Second

საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ეხება.

„საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბატონ მაიკ პომპეოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შორის. მიღებას მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

ეს ვიზიტი დადასტურებაა იმ კეთილგანწყობისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის.

ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის.

აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში შარშანდელი სტუმრობის და ბატონ სემუელ ბრაუნბეკთან შეხვედრის შესახებაც და ყურადღება გამახვილდა უშუალო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე, შეეხნენ ამერიკის კონგრესის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა სტუმარს აშშ-ს თანადგომისთვის და რთულ პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის განხორციელებისთვის. ამასთან, გამოთქვა იმედი, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის სალომე ზურაბიშვილსგიორგი გახარიასილია მეორეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მას არ გაუმართავს შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, ბოიკოტის მოთხოვნა უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს
Next post რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, covid-19-თან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს