რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, covid-19-თან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

Read Time:36 Second

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, covid-19-თან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.

„ჩემო რაჭველებო, ლეჩხუმლებო, სვანებო!ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს რეგიონში შექმნილი

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტად საყურადღებოა და თუ როგორ განვითარდება მოვლენები მხოლოდ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, გაითვალისწინოთ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, ატაროთ პირბადე, დაიცვათ სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა.

ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყონებლივ გადადით იზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს.

იმ შემთხვევაში თუ დაგიდასტურდათ covid-19, საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ დარჩეთ სახლში, არ აყვეთ პანიკას და იმოქმედოთ მხოლოდ ექიმების რეკომენდაციით.

გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და ერთმანეთს.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის უფრო ფართომაშტაბიანი გავრცელება და წერტილოვანი შეზღუდვებით გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!”-აცხადებს გოჩა ენუქიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქო: საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ
Next post თამარ ჩერგოლეიშვილი: დასავლეთი ბოიკოტს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერ იქ, სადაც ბელადის ახირებებზე დარბიან და მისი ახირებების მძევლებად რჩებიანდა