თამარ ჩერგოლეიშვილი: დასავლეთი ბოიკოტს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერ იქ, სადაც ბელადის ახირებებზე დარბიან და მისი ახირებების მძევლებად რჩებიანდა

Read Time:38 Second

მხარდაჭერა აქვს დემოკრატიულ განვითარებას. იქ, სადაც ბელადის ახირებებზე დარბიან და მისი ახირებების მძევლებად რჩებიან, ეს აფუჭებს და აფერხებს დემოკრატულ პროცესებს და მსგავსი გამოხტომებისგან ოპოზიციას თავი შორს უნდა ეჭიროს – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ პატარა პარტიები ვერ თოკავენ ოპოზიციაში მყოფ მიხეილ სააკაშვილსა და მზად არიან, მისი მძევლები იყვნენ, მაშინ რატომ უნდა ეგონოს ამომრჩეველს ან დასავლეთს, რომ კოალიციაში „არ წაუყრუებენ“.

„ბოიკოტს, როგორც ასეთს, არ შეიძლება დასავლეთი მხარს უჭერდეს. სულელია ყველა, ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ სანამ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყდება, დასავლეთის პოზიცია სხვანაირი იქნებოდა. დასავლეთი ბოიკოტს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერდა. ბოიკოტს მხარს იმიტომ არ უჭერენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ სურთ. რა წუთშიც, პარლამენტი ერთპარტიული იქნება, თუ ოპოზიიციამ შეძლო ერთსულოვნების შენარჩუნება, იმ წუთში ეს ხელისუფლების თავის ტკივილი გახდება“- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, covid-19-თან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს
Next post გიორგი ვოლსკი: პომპეოს ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მიმართ ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა