გიორგი ვოლსკი: პომპეოს ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მიმართ ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა

Read Time:42 Second

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მიმართ ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

„რასაკვირველია, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რესპუბლიკელია სახელმწიფო მდივანი, თუ დემოკრატი, აქ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე, აქ არის ლაპარაკი საქართველოს ინტერესებზე, რომელიც არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ მთელი რიგი მიმართულებით არის სტრატეგიულად გათვლილი და შეთანხმებული. ასე რომ, იქნება ეკონომიკური, სამხედრო, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა. რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, რასაკვირველია, ამითი სპეკულირება შეიძლება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებზეა საუბარი. სწორედ ამაზე მიუთითა პომპეომ თავისი ვიზიტითაც, თავისი დღისწესრიგითაც და იმ განცხადებებით, რომლებიც მან ვიზიტის ბოლოს გააკეთა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის სალომე ზურაბიშვილსგიორგი გახარიასილია მეორეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მას არ გაუმართავს შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩერგოლეიშვილი: დასავლეთი ბოიკოტს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერ იქ, სადაც ბელადის ახირებებზე დარბიან და მისი ახირებების მძევლებად რჩებიანდა
Next post მიხელ სააკაშვილი: ყოველთვის მზად ვიყავი საქართველოში ჩასასვლელად, მაგრამ არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, ჩამოვიდა და ამის გამო აგვერია არჩევნებიო