აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, ბოიკოტის მოთხოვნა უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს

Read Time:47 Second

ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, ვერც ჩვენ და ვერც ისინი იგივე დარღვევების განმეორებას ვეღარ ვნახავთ, – ამის შესახებ აღინიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს.

„იმის ყურება, რომ ისინი ისევ ბოიკოტს ითხოვენ, უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი, ვერც ჩვენ და ვერც ისინი იმავე დარღვევების განმეორებას ვეღარ ვნახავთ. ეს არის ის, რასაც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები უჭერენ მხარს – დააბრუნონ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან, არა ჩვენთვის გამოსავლის საპოვნელად, არამედ იმისთვის, რომ იპოვონ გამოსავალი თავისთის, იმუშაონ ერთად, ისწავლონ, როგორ იმუშაონ ერთად, რადგან მათ პარლამენტში ერთად მუშაობა მოუწევთ, შეადგინონ პროგრამა, პარლამენტის დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მნიშვნელოვან რეფორმას. შემდეგ კი, ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, თქვენ გექნებათ უფრო სანდო შედეგი, რომლის მიმართაც ნდობა ყველას ექნება და მსგავსი კითხვები აღარ წამოიჭრება“, – ითქვა ბრიფინგზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამ ცვლილებებისთვის პარლამენტში იბრძოლოს და არა ბოიკოტის მეშვეობით, რადგან მათ ერთგვარი რეფლექსი აქვთ გამომუშავებული – გავიდნენ ქუჩაში და გამოაცხადონ ბოიკოტი
Next post საპატრიარქო: საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ