სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამ ცვლილებებისთვის პარლამენტში იბრძოლოს და არა ბოიკოტის მეშვეობით, რადგან მათ ერთგვარი რეფლექსი აქვთ გამომუშავებული – გავიდნენ ქუჩაში და გამოაცხადონ ბოიკოტი

Read Time:1 Minute, 18 Second

სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამ ცვლილებებისთვის პარლამენტში იბრძოლოს და არა ბოიკოტის მეშვეობით, რადგან მათ ერთგვარი რეფლექსი აქვთ გამომუშავებული –

მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამ იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში და არა ბოიკოტის მეშვეობით, რადგან მათ ერთგვარი რეფლექსი აქვთ გამომუშავებული – გავიდნენ ქუჩაში და გამოაცხადონ ბოიკოტი. ჩვენ კი მოვუწოდებდით მათ ბრძოლისკენ პარლამენტის ფარგლებში, თქვენ თქვენმა ამომრჩევლებმა აგირჩიეს, რათა შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები,- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და საქართველოს შესახებ ისაუბრეს. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მოუწოდებს ყველას, რომ გამოიყენონ იურიდიული პროცესები , რათა სარჩელებზე მიიღონ გადაწყვეტილება.

,,სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელი #1: შედეგებმა დაგვაფიქრა – ტაბულაციები არც თუ ისე აცდენილი იყო. ოფიციალური შედეგები რიგ შემთხვევებში თითქმის ემთხვეოდა ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ წარმოებული ხმების პარალელური დათვლის პროცენტულ მაჩვენებლებს. ასე რომ, თავიდან არ იყო ნათელი, რომ ეს იყო არჩევნები გამოუსწორებელი ხარვეზებით. რამდენად უარესი, ვიდრე წინა არჩევნები, როცა არ გაჟღერებულა მოწოდება ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით? და ისევ, ჩვენ მოვუწოდებდით ყველას: გამოიყენეთ იურიდიული პროცესები, რომლებსაც წლების განმავლობაში აყალიბებთ, რათა მიიღოთ გადაწყვეტილება ამ სარჩლებზე. ხელახლა დათვლა და მსგავსი დეტალები არ იყო განხორციელებული ცესკოს მიერ ისე გამჭვირვალედ, როგორც ეს საჭიროა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ელჩმა და მე ვუმასპინძლეთ რამდენიმე შეხვედრას ყველა პარტიასთან ცალ-ცალკე, ასევე რამდენიმე შეხვედრა ყველა პარტიის მონაწილეობით, რათა გვენახა, შეძლებდნენ თუ არა ისინი ჩიხიდან გამოსვლას, რადგან ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამ იბრძოლოს ამისთვის, ანუ იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში და არა ბოიკოტის მეშვეობით, რადგან მათ ერთგვარი რეფლექსი აქვთ გამომუშავებული – გავიდნენ ქუჩაში და გამოაცხადონ ბოიკოტი. ჩვენ კი მოვუწოდებდით მათ ბრძოლისკენ [პარლამენტის] ფარგლებში, [პარლამენტში]. თქვენ თქვენმა ამომრჩევლებმა აგირჩიეს, რათა შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები”,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას დღეს „დინამო არენაზე“ გამართავს
Next post აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, ბოიკოტის მოთხოვნა უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს