„სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

Read Time:31 Second

„სამტრედიამ“ ბოლნისის „სიონი“ ორმატჩიან პლეი ოფში დამაჯერებლად დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა.

კახა კჭარავას გაწვრთნილებმა პირველი შეხვედრა ბოლნისში ფრედ, 0:0 დაასრულეს. ეს განმეორებით მატჩამდე მცირე უპირატესობა იყო, რომელიც სამტრედიელებმა გამოიყენეს.

მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და პირველ ტაიმში ორი ბურთით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში „სიონის” კარი კიდევ ორჯერ აიღეს.

გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს ვარლამ კილასონიამ (32), გურამ სამუშიამ (64) და ნიჯატ ყურბანოვმა (38, 71), რომელმაც დუბლი შეასრულა. ბოლნისელებმა კი მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანეს, როდესაც ანგარიში 4:0 იყო – ერთად-ერთი გოლის ავტორი ჯაბა უგულავაა (77).

„სამტრედიამ“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა 4:1, ორმატჩიანი პლეი ოფის შეხვედრების ჯამში 4:1 გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “მის გარეშე ძალიან მიჭირს – ტყუილია, რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო” – ზუკა ხუციშვილი მამაზე
Next post ირაკლი კობახიძე – გვინდა, 14 დეკემბერს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში, რათა საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ერთად აღვნიშნოთ