ირაკლი კობახიძე – გვინდა, 14 დეკემბერს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში, რათა საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ერთად აღვნიშნოთ

Read Time:32 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

„მობილიზება, რა თქმა უნდა, ჩვენი, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხორციელდება. ეს პარტიული რესურსია, რომლის მიბილიზებასაც ვახორციელებთ. საზეიმო ღონისძიებაა, რომელიც ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. ეს ჩვენთვის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. შესაბამისად, მინდა, რომ ამას მივუძღვნათ სათანადო ღონისძიება და გვინდა, რომ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში, რათა ეს მოვლენა ყველამ ერთად აღვნიშნოთ“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

6 ნოემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
Next post აშშ-ის ქალაქ ჯერსიში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა