სამეფო კერძი: ფენოვან ცომში გამომცხვარი ორაგული და ციცქა-ცოლიკოური
გთავაზობთ სამეფო კერძს, ფენოვან ცომში გამომცხვარ ორაგულს, რომელიც თევზის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ვფიქრობთ, ამ კერძს ყველაზე კარგად იმერული კუპაჟური ღვინო, ციცქა-ცოლიკოური შეეხამება.
ინგრედიენტები:
- ორაგულის ფილე – 750 გ;
- სატაცური – 500 გ;
- მარილი და პილპილი;
- არაჟანი – 60 გ;
- კამა – დაჭრილი, 2-3 ს/კ;
- 1 ლიმონის ცედრა;
- მზა ფენოვანი ცომი – 450 გ (2 ფირფიტა);
- კვერცხი – 1 ცალი.
მომზადების წესები
გაასუფთავეთ ორაგულის ფილე ფხებისგან. გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე. მოაჭერით სატაცურს კიდეები. მოათავსეთ ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ ყინულიან წყალში. რამენიმე წამში გადაუღვარეთ წყალი.
გააკეთეთ სატაცურისგან პიურე, შეურიეთ არაჟანი, დაჭრილი კამა და ლიმონის ცედრა. შეანელეთ მარილითა და პილპილით და გააჩერეთ.
მოათავსეთ ფენოვანი ცომის 1 ფირფიტა ლითონის სველ ფირფიტაზე. მოათავსეთ მასზე ორაგულის ნაჭერი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ორაგულის ზემოდან გაანაწილეთ სატაცურის პიურე. დაალაგეთ სატაცურის უმი ღერებიც, როგორც ფანქრები
წაუსვით კვერცხი სპეციალური ფუნჯით და დააფინეთ ცომის მეორე ფირფიტა. შეუწებეთ კიდეები და გაულამაზეთ ჩანგლის კბილებით. ზემოდან ცომს რამდენიმეგან ჩაარჭვეთ ჩანგალი, რათა ორთქლი გარეთ გამოვიდეს. წაუსვით ცომსაც კვერცხი და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება
გამოიღეთ ღვეზელი ღუმელიდან და გააცივეთ დაჭრამდე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. კერძი ცივიც გემრიელია.
ღვინის შეხამება
ფენოვან ცომში გამომცხვარი ორაგულს ცნობილი იმერული კუპაჟური ღვინო, ციცქა-ცოლიკოურიყველაზე კარგად შეეხამება.
ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა...
ელისო ბოლქვაძე: მჯერა, ხელოვნების ენით შესაძლებელი გახდება რთული დიპლომატიური დიალოგი ერებს შორის მშვიდობის გასამყარებლად წარიმართოს
დღეს, საქართველოში, კულტურის პოლიტიკა განხილულია როგორც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველო თავისი მდიდარი, შთამბეჭდავი ისტორიით და მისწრაფებებით გამორჩეული და უძველესი...
Asia Pacific Screen Awards-მა მერაბ ნინიძე საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელა
ავსტრალიაში გამართული აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მერაბ ნინიძემ მოიპოვა. მას ჯილდო ალექსეი გერმანის...
BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა
HBO-ის მიერ შექმნილი ამერიკული კრიმინალური დრამა „მოსმენა“, რომელიც 2002 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში გამოდიოდა, სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო...
თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედება ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1-ლი ნოემბრით,...
მხოლოდ 2 ინგრედიენტი და უბრალო კვერცხის ცილა კულინარიულ შედევრად გადაიქცევა
ინგრედიენტები კვერცხის ცილა - 7 ც შაქარი - 150 გ კარამელის სოუსისთვის შაქარი - 140 გ წყალი - 40 მლ...