სალომე სამადაშვილი: 7 ნოემბრის საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ის გადადგა

Read Time:1 Minute, 3 Second

მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მორიგ ჯერზე ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსს უწევს, მიმართოს საზოგადოებას სასამართლო დარბაზიდან.

„ვიდრე ჩვენს ქვეყანაში არ დასრულდება სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად, არ გვაქვს განვითარების შანსი. მთავარი გამოწვევა დღეს ეს არის. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას. პოლიტიკური შეცდომებისთვის პოლიტიკოსები ფასს იხდიან ელექტორალურად და არა პოლიტიზებული პროკურატურის დახმარებით სასამართლო დარბაზში, სადაც წინასწარ შეთანხმებული განაჩენი გამოაქვს მოსამართლეს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმთან მათი დაკვეთით. ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს გამოწვევა არის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. რადგან მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა მოგვცემს შესაძლებლობას რეალურად, რომ შეიცვალოს ის ვითარება, რაშიც ცხოვრება გვიწევს; ის ვითარება, როდესაც სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამისთვის მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი და პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც პარლამენტში რაც შეიძლება, სწრაფადაა მისაღები.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის პოლიტიზებული და ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. რაც შეეხება კონკრეტულად 7 ნოემბრის საქმეს, 7 ნოემბრის საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ის გადადგა თანამდებობიდან; განსხვავებით, მაგალითად, 20 ივნისის მოვლენებისგან, როდესაც 20 ივნისის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრემიერ-მინისტრად დაუნიშნა სულ რამდენიმე კვირაში ამ მოვლენებიდან. ეს ორი ძალიან თვალსაჩინო განსხვავება არსებობს, როგორი რეაგირება მოახდინა ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებზე, როგორც ერთმა, ისე მეორე ხელისუფლებამ. ასე რომ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის სამინისტრო „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპელ კოლეგებს გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები გავაცანით