ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპელ კოლეგებს გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები გავაცანით

Read Time:38 Second

ევროპელ კოლეგებს გავაცანით გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ. ევროპელ კოლეგებს გავაცანით გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება. საერთო მიზნების გარდა ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევებიც აერთიანებს და გვსურს, რომ ამ სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი აღვნიშნოთ: დიფერენციაცია და ინკლუზიური მიდგომა. მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი: 7 ნოემბრის საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ის გადადგა
Next post ჯო ბაიდენი: ამ პანდემიის დასამარცხებლად, მსოფლიო უნდა ავცრათ