სალომე სამადაშვილი – მთავრობისგან უარის თქმა პარლამენტში გამოცხადებაზე და კვორუმის ჩაგდება, მათი მხრიდან იქნება იმის განცხადება, რომ არ აქვთ გეგმაში საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვა

Read Time:1 Minute, 5 Second

პარლამენტში კვორუმის ჩაგდება და საქართველოს მთავრობისგან უარის თქმა საქართველოს პარლამენტში გამოცხადებაზე, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იქნება იმის განცხადება, რომ მათ არ აქვთ გეგმაში საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ გაიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა.

„იცით, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ხვალ დანიშნულია საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა. ჩვენი სურვილი იყო, რომ დღეს შევთანხმებულიყავით ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით, როგორც იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, ხვალინდელ სხდომაზე უნდა განიხილოს და დაამტკიცოს პარლამენტმა, ასევე იმაზე, თუ ვინ წარმოადგენს ხვალ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, რათა მოვისმინოთ რა საფრთხეები წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და რა გეგმა გვაქვს ამ საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით. უმრავლესობის წარმომადგენლებთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სამწუხაროდ, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობა განიხილავს იმას, რომ ხვალ საგანგებო სხდომა პარლამენტში ვერ შედგეს. მე ახლა მინდა, მივმართო ქართველ ხალხს, ვუთხრა, რომ ხვალ აქ წარმოდგენილი იქნება ოპოზიციის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, რადგან ხვალ თუ არ შეიკრიბება საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა, გაუგებარია, მაშინ რა ვითარებაში უნდა ხვდებოდეს პარლამენტი. თუ უმრავლესობის წევრები აიღებენ საკუთარ თავზე ამ პოლიტიკურ ტვირთს, რომ ისინი საგანგებო სხდომას ხვალ ჩააგდებენ, მივმართავ ეთერიდან, რომ ამის პოლიტიკური შედეგი ოცნებისთვის იქნება უმძიმესი. პარლამენტში ხვალ ქვორუმის ჩაგდება და საქართველოს მთავრობისგან უარის თქმა საქართველოს პარლამენტში გამოცხადებაზე, იქნება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იმის განცხადება, რომ მათ არ აქვთ გეგმაში საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი: პუტინი აგრესორია, პუტინმა ეს ომი აირჩია – ახლა კი ის და მისი ქვეყანა შედეგებს მიიღებენ
Next post აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა